იტვირთება...

რომანი და პიესები

ავგუსტ სტრინდბერგი

7,219 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
11.1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თარგმანი შვედურიდან: ლიკა ჩაფიძე, დავით გაბუნია ბაკურ სულაკაური. კრებულში წარმოდგენილი სამი პიესიდან „ზმანება“ სამართლიანად მიიჩნევა მოდერნისტული დრამატურგიის შედევრად; „ფრეკენ ჟული“ კლასიკური ნატურალისტური დრამაა, რომელიც მსოფლიოს სათეატრო რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული პიესაა. საქართველოში ის 2012 წელს „სამეფო უბნის თეატრშიც“ დაიდგა. „მასზე ძლიერი“ კი სტრინდბერგის კიდევ ერთი ინოვაციის, მონოდრამის მცირე ნიმუშია. კრებულში ასევე შესულია რომანი „ჰემსელები“ – სტრინდბერგის შემოქმე­დების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მასში აღწერილია სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰემსეს მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა და წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოებაში ადამიანის თვითდამკვიდრების პრობლემა, რასაც ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა. რომანის მთავარი პერსონაჟების – მადამ ფლუდისა და მისი ვაჟის, გუსტენის პროტოტიპებიც რეალური პიროვნებები არიან. თავის დროზე სტრინდბერგი მკაცრად გააკრიტიკეს პროვინციული შვედეთის ყოველდღიური ცხოვრების მისეული აღქმის გამო – იმდენად, რომ რომანის გამოცემის შემდეგ (1887 წ.) მწერალს არქიპელაგზე ჩასვლაც კი აუკრძალეს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება ძირითადად დრამატურგიამ მოუტანა; თუმცა, მისი ორმოცწლიანი შემოქმედება მოიცავს სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც. სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდ­რე­ობა განმსჭვალულია ავტობიოგრაფიულობით. მისი რთული და ბობოქარი პირადი ცხოვრება და გატაცებები იმ დროის პოპულარული იდეებით (დარვინიზმითა თუ ოკულტიზმით) ხშირად უქმნიდა მას არაერთმნიშვნელოვან, სკანდალურ რეპუტაციას. წინააღმდეგობრიობა სტრინდბერგის ერთგვარი სამარკო ნიშანია. იგი მრავალი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო, მათ შორის გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანისთვისაც.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941157783
სათაური:
რომანი და პიესები
გამოცემის თარიღი:
2013
თარგმანი:
შვედურიდან
გვერდები:
343
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
7219
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]