იტვირთება...

რიგში და თეთრი კვადრატი

ვლადიმირ სოროკინი

1,703 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნში შესულია ცნობილი რუსი მწერლის, ვლადიმირ სოროკონის ორი ნაწარმოები: დიალოგის ფორმით დაწერილი რომანი „რიგში“ (1983 წელი) და პიესა „თეთრი კვადრატი“ (2017 წელი). მართალია, თხზულებებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული მონაკვეთი აშორებს, მაგრამ მათში წამოჭრილი პრობლემატიკა სცდება ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ ჩარჩოებს - მათში ავტორისთვის ჩვეული იუმორით არის გადმოცემული მეტ-ნაკლებად ყველა დროისთვის და ყველა ერისთვის მტკივნეული საკითხები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნამდვილი ლიტერატურა სიყვარულივითაა – იგი არც იზომება, არც იწონის, არც იჭრება, არც კატეგორიებად, ჯგუფებად და ქვეჯგუფებად იყოფა. ლიტერატურა ან არის, ან არ არის ნამდვილი. მიმდინარეობებად თუ სტილებად დაჯგუფება ლიტერატურათმცოდნეების მოგონილია – ასე უფ­რო მოსახერხებელია. მკითხველისთვის კი საქმე ბევრად უფრო მარტი­ვა­დაა: ნაწარმოები ან მოგვწონს, ან არა. შესაბამისად, ადამიანი ან არის მწე­რა­ლი, ან არა. აქ კი მოწოდებასა და ნიჭთან გვაქვს საქმე, რომელსაც არა­ფე­რი აქვს საერთო გამოცემულ თუ გამოუცემელ წიგნთა რაოდენობასთან, და­წე­რილ თუ დაუწერელ გვერდებთან. მწერლობის მოსურნისგან მწერალს ბევრი რამ განასხვავებს: მა­გა­ლითად, მწერალს ვერაფრის დიდებით ვერ მოაქცევთ ამა თუ იმ მიმ­დი­ნარეობის ვიწრო ჩარჩოებში. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ესაა ვლადიმირ სოროკინი. რამდენიც უნდა უწოდონ მას (რუსული თუ ზო­გად­საკაცობრიო) პოსტმოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, კონ­ცეპ­ტუალიზმის მამა (მოსკოვის ლიტერატურული სკოლის შემთხვევაში, მამაც, დედაც და, შეთავსებით, ნათლიაც) თუ სოცარტის დიდოსტატი, ნებისმიერი მკითხველი, ვინც მის ნაწარმოებებს მეტ-ნაკლებად იცნობს, გეტყვით, რომ სოროკინი საგრძნობლად სცდება (და ხშირად არღვევს კი­დეც) ხსენებულ კატეგორიზაციას და მის მიერ თავსმოხვეულ პირობითობებს. მწერლის (რომელსაც თავად სოროკინი მშობლიურ ენაზე დიდი ასოთი დასდებდა პატივს) კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ვლინდება მისი ნაწარმოებების თარგმნის დროს. მწერალი უხმობს მთარგმნელს, უზიარებს თავის ნაშრომს, მის თანაზიარად აქცევს მას, თანაავტორადაც კი. შედე­გად, მთარგმნელს ისღა დარჩენია, მოეშვას და გამტარის როლი შეასრუ­ლოს –მოცემულ ენაზე გამოხატოს ის, რაც მწერალმა სხვა ენაზე „დაუ­ღე­ჭა~, თვალწინ გადაუშალა და შეასისხლხორცა. ასეა ვლადიმირ სოროკი­ნის შემთხვევაშიც. აქ თარგმანი ბუნებრივი პროცესია, რომელიც „წყალი­ვით მიდის~. ამ წიგნში შესულია სოროკინის ორი ნაწარმოები. მათი თავმოყრა ერთ გამოცემაში შემთხვევითობა როდია. პირველი – დიალოგების ფორმით დაწერილი რომანი „რიგში~ სოროკინის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოებია (1983 წელი), რომელშიც დახატულია იმ დროის საბჭოთა რეალობა თავისი რიგებით, საყოფაცხოვრებო პრობლემებით, უიდეოლოგიო არსებობით, როცა ძველს „აღარ სურს~, ხოლო ახალს ჯერ „არ შეუძლია~. მეორე ნაწარმოები – პიესა „თეთრი კვადრატი~ 34 წლის შემდეგ დაიწერა (2017 წელი) და გვიხატავს რუსეთის დღევანდელ ყოფას. საინტერესოა, რომ დიდი იუმორის გრძნობით შექმნილ „კვადრატში~ აღწერილი მძიმე სურათი და სიგიჟე მეტ-ნაკლებად გლობალურია, მას სხვაგან უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. უფრო მეტიც, ეს სიგიჟე ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის, ყველა ეპოქაში ბობოქრობდა, მას უბრალოდ სხვანაირად მოიხსენებდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, შემდეგ, შუაში, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზევით თუ ქვევით. ესეც ხომ მწერლის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა. პრობლემები და ტკივილი მაშინ („რიგში~) და დღეს („თეთრი კვადრატი~) დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად მათ შორის გაშხლართული წლებისა და ისტორიული ძვრებისა. მართალია, პრობლემებმა და ტკივილმა მეტამორფოზა განიცადეს და განსხვავებული ნიღბები მოირგეს, მაგრამ არსით, შინაგანი ბუნებით – არავითარი განსხვავება! კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. იკვრება ლოგიკური ჯაჭვი: სო­როკინის ნაწარმოებებში დაღვინებული თემები მხოლოდ ფერსა და სუნს იცვლიან, არსი კი იგივე რჩება. ზუსტად ასევე, სოროკინს არც მაშინ სწყალობდა საბჭოთა ცენზურა და, ზოგადად, რეჟიმი, და არც დღეს სწყალობს პუტინის რუსეთი. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-0062-7
სათაური:
რიგში და თეთრი კვადრატი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
თარგმანი:
თარგმანი
მთარგმნელი:
ირაკლი ბერიძე
გვერდები:
228
კატეგორია:
ზაფხულში საკითხავი
ნახვები:
1703
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]