რამოდენიმე რჩევა დამქირავებელს
„როგორც იქნა ინტერვიუზე დამიბარეს, ნეტავი როგორ დასრულდება გასაუბრების პროცესი…“- კითხვა რომელიც აწუხებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, რომელიც გასაუბრებაზე წასასვლელად ემზადება…
საინტერესო იქნება, როგორ დაახასიათებდით ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კადრების შერჩევის პროცესში და ხვდება კანდიდატებს ინტერვიუზე. ალბათ, წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი უნდა იყოს, ყურადღების მიღმა არ რჩება ყველაზე უმნიშნელო დეტალიც კი თქვენს საუბარში და ჩაცმულობაში, არის გამოცდილი და ხშირად ცოტა სუბიექტურიც.
რეალობა კი ზოგჯერ საპირისპიროს მეტყველებს. ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებიან, უწევთ ინტერვიუს ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კადრის დაქირავებასთან დაკავშირებით. მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო კი კომპანია გაუმართლებელ რეკრუტინგს აწარმოებს და შესაბამისად ზარალდება. უფრო მეტიც, მათი შეუსაბამო და არაადეკვატური კითხვები მორალურ ზემოქმედებასაც ახდენს თავად რესპოდენტებზე, რაც კომპანიის რეპუტაციაზეც , მოქმედებს. შედეგად ორგანიზაცია, რომელიც დიდ იმედს ამყარებს რეკრუტერის გადაწყვეტილებაზე, იღებს სუბიექტურ შეხედულებებს და არაპროფესიონალურ შეფასებას. უნარებით და კვალიფიკაციით არაადეკვატური კადრი ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზია უმეტესწილად.
ვისაც გააზრებული აქვს ამ შეხვედრის მნიშვნელობა, ინტერვიუერთან რამდენიმე წუთით საუბარი მისჯილის ელექტროსკამზე ჯდომას წააგავს. მხოლოდ რამდენიმე წუთი ეძლევა თითოეულ სამუშაოს მაძიებელს იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რათა გადაწყვეტილება მის სასიკეთოდ იქნას მიღებული. გასუბრების ოთახიდან გამოსული რესპოდენტი ცდილობს ნათლად წარმოიდგინოს სიუჟეტი, რომელიც მისი მოსვლის შემდეგ გადახდა თავს და არკვევს ხომ არ გაეპარა რაიმე ხარვეზი ან დაუშვა შეცდომა რომელიმე კითხვაზე პასუხის დროს.
„როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და შევედი გასაუბრებით ოთახში…