-ეს ის ადგილია, სადაც დაგიმტკიცებ, თუ როგორ მიყვარხარ, მერე კი მეგობართან წავალთ. ამ სახლში სიურპრიზი გელოდება.
-მართლა?! - გაუხარდა ინას. - ესე იგი ამ სახლში სიურპრიზს უნდა ველოდო? ნეტავ, რა არის მაგ სახლში ისეთი? - თითქოსდა გამოცნობა დაიწყო ინამ.
-უკეთესია შინ შევიდეთ, რადგან არამგონია გარედან გამოიცნო ჩემი სიურპრიზი. - ნიკმა ინას ხელი მოკიდა და შინ სახლში შეიყვანა.
შინ შესულ ინას ოთახში, არც არაფერი, და არც არავინ დახვდა. ოთახში არც ერთი ავეჯი და სხვა მაგისნაირი არაფერი იდგა. ინა იმედგაცრუებული ნიკს მისჩერებოდა.
-ცოტა მოიცადე. - ნიკი მიხვდა ინას იმედგაცრუებას. - ვიცი, როგორც კი აქ ფეხს შემოადგამდი სიურპრიზის დანახვას ელოდი, მაგრამ მაპატიე. მოიცადე. ეს სიურპრიზი ორ წუთში მზად იქნება.
უცებ ოთახის უკანა კარიდან მამაკაცი გამოჩნდა. ინა მის დანახვისას შეკრთა. მამაკაცი, რომელიც ლანსორეტელი იყო, ნიკს ინაზე ესპანურად მიმართა:
-რა ლამაზე ქალია! აი, ეს მესმის.
-მე შენთვის ტყუილი არ მითქვამს, სერხიო. - ესპანურად გამოელაპარაკა ნიკი სერხიოს. - ახლა კი მიდი, შეასრულე შენი დანაპირები.
ინა პირღია და გაშეშებული მისჩერებოდა ნიკს და სერხიოს. სერხიო ოთახიდან სწრაფად გავიდა უკანა კარიდან. ინა და ნიკი ოთახში მარტო დარჩნენ. ინა ახლოს მივიდა ნიკთან და თვალებში დაუწყო ყურება. მერე კი ნიკს მიმართა:
-ნიკ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შენ მითხარი, რომ ესპანურად საუბარი არ შეგიძლია. ახლა კი, ნახევარი წუთის წინ, მაგ კაცს ესპანურად გამოელაპარაკე.
-მერე რა ჩემი ბრალია, შენ თუ დაიჯერე, მე რომ ესპანური ენა არ ვიცი-მეთქი. ინა, ნდობამ მე დიდი ხნის წინ დამღუპა, ახლა კი შენ გღუპავს. ჩვენ, ხომ ორივენი ერთად ვსწავლობდით ესპანური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე? შენ რა დაგავიწყდა? - ირონიულად გაუღიმა ნიკმა ინას.
-რა?!!! - ინა პირღია და გაკვირვებული მისჩერებდა ნიკს.
მაგ დროს ოთახში სერხიო შემოვიდა. ინა მისკენ შებრუნდა. სერხიოს ხელში ქაღალდის პარკში გახვეული ფული ეჭირა, მერე კი ნიკს გადასცა. ნიკმა ქაღალდის პარკი გახსნა, შიგ ჩაიხედა. როცა დარწმუნდა, რომ საჭირო თანხა ქაღალდის პარკში იყო, გადაწყვიტა ინასთვის სიურპრიზი ეჩვენებინა და სიყვარული დაემტკიცებინა. ინასთვის მოულოდნელად ნიკმა მას ხელი ჰკრა და სერხიოს მიუგდო.
-აი, ეს ლამაზმანიც შენ გყავდეს. - ნიკი ოთახიდან გასასვლელად მოემზადა და კარისკენ წავიდა.
ინა მოსმენილისგან შოკში იყო. გონს ვერ მოსულიყო. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. ინა ნიკის ზურგს მისჩერებოდა, რომელიც კართან ახლოს იდგა ოთახიდან გასასვლელად. უცებ ინამ ერთი მაგრად დაიყვირა:
-შეჩერდი!!! - ინამ ნიკთან მიირბინა, ხელით ზურგზე სწვდა პერანგის საყელოს, თავისკენ შემოაბრუნა და ერთი მაგარი სილა გააწვნა სახეზე, მერე კი ნიკს გაბრაზებულმა მიმართა. - არამზადავ! საზიზღარო არსებავ! შენ ჰგონია გამყიდე და თავიდან მომიშრე?! - გიჟურად მორთო ინამ სიცილი. - შენ გეტყობა, მე კარგად არ მიცნობ. ვინ ხარ, რომ როგორც ნივთი ისე რომ ვაჭრობ ჩემით?! ვინ მოგცა შენ ამის უფლება?!
-გაიყვანე ეს არანორმალური, აქედან! - მიმართა ნიკმა სერხიოს.
სერხიომ ქალს მკლავებში დაავლო ხელი და ოთახიდან გაყვანა დაუწყო.
-ვინ ხარ?! საიდან გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ასე მოულოდნელად?! ვინ ხარ?! - ხმამაღლა ყვიროდა ინა. - გეფიცები, როგორც კი გნახავ სხვაგან, სხვა ადგილას, მარტო ჩემს პირისპირ, ჩემი ხელით მოგკლავ! ჩემს ცხოვრებაში ორი შენისთანა არამზადა ადამიანი იყო, მაგრამ უკვე იმ ქვეყნად არიან. კარგად დაიმახსოვრე, მესამე შენ იქნები. - ინამ ნიკს სერიოზული და ზიზღით სავსე თვალებით შეხედა. - დაიმახსოვრე, ჩემო ორი სიტყვა: გეფიცები, მოგკლავ! - მერე კი ინამ დაუჯერებლობის ნიშნად თავი დააქნია, ძირს დახარა და ტირილი მორთო. წყნარი, დაბალი ხმით ნიკს მიმართა: - ვინ ხარ?
ნიკმა კარი გააღო, შეჩერდა და ინას მიუბრუნდა.
-მე, შენი წარსულიდან ვარ! - მერე კი ნიკი მიბრუნდა, ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა.
მოსმენილისაგან ინა ძირს დაეცა. იატაკზე დაწვა. თვალებიდან ცრემლები ნაკადივით სდიოდა. სერხიო მიხვდა, თუ რა დღეში იყო ინა და მისთვის ნახევარი საათი ხელი არ უხლია.