იტვირთება...

სასიკვდილო დიაგნოზი

ამბროზ ბირსი

2,939 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამბროზ ბირსი ევროპასა და ამერიკაში ძალიან სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტული და „საშინელი“ მოთხრობების ავტორია. ბირსი 1842 წლის 24 ივნისს დაიბადა ოჰაიოს შტატის პატარა სოფელში. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ჩრდილოელების ჯარში ჩაეწერა, ინდიანის მოხალისეთა მეცხრე პოლკში მსახურობდა. 1862 წლიდან ტოპოგრაფისა და კარტოგრაფის მოვალეობებს ასრულებდა, მერე კი მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ დაბრუნდა არმიაში და მხოლოდ 1866 წელს დაბინავდა სან-ფრანცისკოში. იქ ბირსმა მაიორის ჩინი მიიღო და არმიიდან გათავისუფლდა. ომის შემდეგ რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, სანამ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ კარიკატურაში იპოვიდა საკუთარ თავს - გაზეთ „ნიუზ ლეტერში“ კორესპონდენტად და რედაქტორად მუშაობდა. 1872 წელს ბირსი რედაქციის დავალებით ლონდონში გაემგზავრა. იმ დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული იყვნენ ამერიკელი მწერლები და ერთმანეთის მიყოლებით ბირსის სამი კრებული გამოსცეს. თავის „საშინელ“ მოთხრობებში ბირსი მკითხველს ზაფრავდა, არანაკლებ დამზაფრავი იყო ომზე დაწერილი მისი ნოველებიც. მოგვიანებით ბირსის გავლენა ისეთმა მწერლებმა აღიარეს, როგორებიც არიან ერნესტჰემინგუეი და ხორხე ლუის ბორხესი. 1913 წლის ბოლოს მწერალი აშშ-ის სამხრეთით გაემგზავრა, რომ თავისი უწინდელი ბრძოლების ადგილები მოენახულებინა. ლუიზიანიდან მექსიკაში გადავიდა, სადაც ამ დროს რევოლუცია დუღდა. პანჩო ვილიას არმიას მიმომხილველის რანგში შეუერთდა. თავისი უკანასკნელი წერილი 1913 წლის 26 დეკემბერს დაწერა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მისი გაუჩინარების გარემოებები - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი აშშ-ის ისტორიაში - აუხსნელი დარჩა. მისი უკანასკნელი წერილის ბოლო სტრიქონები იყო: „მე რაც შემეხება, აქედან ხვალ მივემგზავრები უცნობი მიმართულებით“. ზოგიერთი წყარო მწერლის გარდაცვალების თარიღად 1914 წლის 11 იანვარს მიიჩნევს - ამ დღეს მოხდა ოხინაგას ორთაბრძოლა, თუმცა იმის ზუსტი მონაცემები, რომ ბირსი ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, არ არსებობს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სასიკვდილო დიაგნოზი
გამომცემელი:
თარგმანი:
ინგლისურიდან
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
2939
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]