იტვირთება...
sale

მალტის შევარდენი

დეშილ ჰემეთი

2017 წელი | პალიტრა Lავტორიზებული გამომცემელი

უფასოა უსინათლოებისთვის. იხ. ინსტრუქცია

1,426 ნახვა
3.6
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს მოვუსმინო
ჩემი რჩეული
5.99
ყიდვა
ჩუქება

ხმოვანი წიგნის მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ საბას iOS ან Android წამკითხველით.

ანოტაცია
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჯგუშიამ. მალტელ რაინდთა ორდენის მიერ ესპანეთის იმპერატორისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი განძი – ბრილიანტებით მოოჭვილი „შავი შევარდენი“ – უამრავ პატრონს გამოიცვლის, მე-20 საუკუნის ამერიკაში აღმოჩნდება და თავის გზაზე სისხლიან ნაკვალევს დატოვებს. ბოლომდე არავის სჯერა მისი არსებობის, მაგრამ ადამიანები მაინც დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს ამ ზღაპრული ნივთის ხელში ჩასაგდებად... დეშილ ჰემეთი – დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი – 1894 წელს ამერიკაში, მერილენდის შტატში დაიბადა. სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ბევრი სამსახური გამოიცვალა, სანამ მუშაობა ალან პინკერტონის დეტექტიურ სააგენტოში არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მაგრამ ჯერ ესპანური ციებით, ხოლო შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. აქ მან მომავალი მეუღლე, მედდა ჯოზეფინ დოლანი გაიცნო. სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა „მალტის შევარდენი“, რომლის მიხედვითაც 1941 წელს ფილმიც გადაიღეს. თავისი ხუთივე დეტექტიური რომანი ჰემეთმა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, სან-ფრანცისკოში დაწერა. სწორედ ამიტომ, მის რომანებში მოქმედება, უმთავრესად, ამ ქალაქში ვითარდება. დეშილ ჰემეთი 1961 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ომის ვეტერანი მწერალი არლინგტონის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მალტის შევარდენი
გამომცემელი:
ხანგრძლივობა:
6 საათი 36 წუთი
თარგმანი:
მარიამ ჯგუშია
გამხმოვანებელი:
ზურა გორგაძე
კატეგორია:
გუდას წიგნები
ნახვები:
1426
რეიტინგი:
3,6
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
3.6
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]