ნაცვლად წინასიტყვაობისა
...ერთი ციტატა
დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945 წლები) დაიღუპა მილიონობით საბჭოთა ბავშვი: რუსი, ბელარუსი, უკრაინელი, ებრაელი, თათარი, ლატვიელი, ბოშა, ყაზახი, უზბეკი, სომეხი, ტაჯიკი ბავშვები...
ჟურნალი „დრუჟბა ნაროდოვ“, 1985, #5.
...და რუსი კლასიკოსის ერთი შეკითხვა
ოდესღაც დოსტოევსკიმ დასვა შეკითხვა: მოეძებნება თუ არა გამართლება სამყაროს, ჩვენს ბედნიერებასა და თვით მარადიულ ჰარმონიასაც კი, თუ ყოველივე ამისათვის, მისი ფუნდამენტის სიმტკიცისთვის უცოდველი ბავშვის თუნდაც ერთი ცრემლი დაიღვრება? და საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა: ეს ცრემლი ვერ გაამართლებს ვერანაირ პროგრესს, ვერანაირ რევოლუციას. ვერც ერთ ომს. ნებისმიერ რამეს გადაწონის.
ერთადერთი ცრემლი...