ვენური არდადეგები
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
5219
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვლადიმერ ვისოცკი
გამომცემლობა
სიესტა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნში შესულია ვლადიმერ ვისოცკის ცხრა მოთხრობა. აქედან ერთ-ერთი, "ვენური არდადეგები", რომლის სათაურიც წიგნის სახელწოდებაცაა, არის კინომოთხრობა. ნაწარმოებში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ხდება. საკონცენტრაციო ბანაკიდან ოთხი ტყვე გარბის – ფრანგი, პოლონელი, რუსი და ქართველი. ნაწარმოებში აღწერილია მათი რამდენიმედღიანი თავგადასავალი ვენაში, სწორედ ამიტომ ეწოდა მას "ვენური არდადეგები". მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელიც კრებულშია შესული, არის "რომანი გოგონებზე", რომლის დასრულებაც ავტორმა ვერ მოასწრო. მასში აღწერილია ჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანების საბჭოური ცხოვრება. ავტორი მისთვის ჩვეული სარკაზმითა და “მიამიტი” ირონიით აკრიტიკებს სოციალისტურ წყობას და საუბრობს გმირების "ბედნიერ" ცხოვრებასა და ნატელ მომავალზე. ეს განწყობა ლეიტმოტივად გასდევს ყველა დანარჩენ მოთხრობებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია "დელფინები და გიჟები", "ისევ დელფინები", "თავგადასავალთა მოყვარულთათვის" და სხვა. პატარა მოთხრობა, რომლითაც სრულდება კრებული, არის "განიარაღების ფორმულა". ავტორი "ცივი ომის" ორივე მხარეს განიარაღების მარტივზე მარტივ ფორმულას სთავაზობს: "სსრკ+აშშ=2X2".
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები