მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია
დღეს, როდესაც უმუშევრობა, ან უმუშევრობის შიში პიკს აღწევს, როდესაც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება უფრო მეტი წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, როდესაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა საერთო ეროვნულ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მცირე ბიზნესი, მისი ხელშეწყობა და განვითარება.
ბევრი საუბარია ამ თემაზე, ბევრიც მცდელობები, თუმცა შედეგები, ჯერ-ჯერობით, იმის ლაპარაკის გარდა, რომ ჩვენთან მსოფლიოში თითქმის ყველაზე ადვილია ბიზნესის კეთება - ფაქტიურად არ არის. უმუშევრობა ისევ მაღალია და კიდევ უფრო მაღალი. ადამიანები ვერ პოულობენ გზას, საით წავიდნენ სამსახურის საშოვნელად, ვერ პოულობენ ძალებს რისკიანი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ პირობებში სახელმწიფოს წლების განმავლობაში ეკავა ისეთი პოზიცია, თითქოს საბაზრო ეკონომიკას თვითონ უნდა ამოექოქა თავისი თავი. არ იყო საჭირო პრიორიტეტები, დამატებითი სტრატეგია მცირე ბიზნესის ან ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის ხელშეწყობისთვის. ახლა ყველა ცხადად ხედავს, თუ რა უბრალოდ დაიკარგა დრო, არ გადაიდგა დროული ნაბიჯები ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერისთვის.
იმის შემდეგ, რაც დასაქმების ბევრმა პროგრამამ რეალური შედეგები ვერ გამოიღო, იმედია რაც ხელისუფლება დარწმუნდა, რომ არსებულ საწარმოებთან მუშაობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად არც თუ ისე პერსპექტიული გზაა. ცხადად დარჩა მთავარი პრიორიტეტი - მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუძლია შეცვალოს სურათი - გაზარდოს როგორც წარმოებული პროდუქტის და მომსახურების მოცულობა, ისე მნიშვნელოვნად გაზარდოს ადამიანების კეთილდღეობის დონე.
სამი მთავარი საკითხი რომელიც ჭრის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ამოცანას:
ა) მცირე მეწარმეობის წახალისება - იმისთვის, რომ, რაც შეიძლება ბევრმა დაუსაქმებელმა, ან კიდევ არადამაკმაყოფილებლად დასაქმებულმა ადამიანმა გადაწყვიტოს საკუთარი საქმის დაწყება და გადადგას პირველი ნაბიჯები ამისთვის.
ბ) მცირე მეწარმეების სწავლება - იმისთვის, რომ სულ უფრო მეტმა მცირე მეწარმემ, მათი საქმიანობის პირველივე ნაბიჯებისას, რაც შეიძლება მეტი სწორი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ, როგორც მმართველობითი, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.
გ) მცირე მეწარმეების დახმარება გაყიდვებში - იმისთვის, რომ მიიღონ პირველი შემოსავლები, რაც კიდევ უფრო გაუზრდის მოტივს, დაეხმარება დამატებითი საჭირო სახსრების მოძიებაში, საწარმოო საშუალებების შეძენასა და გაუმჯობესებაში. (ეს არის ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ცალკე აღებულ ერთ მეწარმეს ძალიან უჭირს, ან არ შეუძლია, და რომლის გარეშეც საქმის დაწყების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ ადამიანები).