სამი ცუკერბრინის სიყვარული

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

3724

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ვიკტორ პელევინი – პოპულარული რუსი მწერალი. მისი ნაწარმოებების წყაროა ქვეცნობიერი, ღრმა ფილოსოფიური აზროვნება და სამყაროს სიმბოლურ სურათებად აღქმა. კრიტიკოსებმა მის შემოქმედებას უწოდეს ახალი რეალიზმი ლიტერატურაში. იგი ოცამდე რომანისა და ათამდე პროზაული კრებულის ავტორია. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო და პრემია, მათ შორის „მცირე ბუკერი“, „რიხარდ შენფელდის სახელობის გერმანული ლიტერატურული პრემია“, „ნაციონალური ბესტსელერი“ და სხვ. „სამი ცუკერბრინის სიყვარული“ მწერლის მეთორმეტე რომანია, რომლის პირველივე ტირაჟი – 70 ათას ეგზემპლარზე მეტი – გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა. „სამი ცუკერბრინის სიყვარული“ ჩვენი ეპოქის ელეგიაა, გაჟღენთილი საბედისწერო ვნებებითა და პარადოქსული დასკვნებით. Facebook, Google, უკრაინა, მომხმარებლის კულტი, ტოლერანტობა, ტერორიზმი – იმ ტრენდებს შორისაა, რასაც წიგნი ეხება. მთავარი გმირების ფილოსოფიური წიაღსვლები კი ცნობილი ვიდეოთამაშის, Angry Birds-ის ფონზე მიმდინარეობს. წიგნში ხელის გულზე დევს ადამიანის ცხოვრება. მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში მკითხველი იოლად ამოიცნობს საკუთარ თავს, მსოფლიოს მმართველი ტექნიკური გონისადმი თავისი მორჩილების ხარისხსაც განსაზღვრავს და, შესაძლებელია, იმ კითხვასაც მოუძებნოს პასუხი, საუკუნეების წინ რომ დაისვა: „ვინ არის ადამიანი?“

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-24-628-9
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები376
თარგმანირუსულიდან
მთარგმნელიმიხო მოსულიშვილი
გამოცემის წელი2017