სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა
სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ეფუძნება, დიდხანს ვერ ძლებს და მალე ხდება შესაცვლელი. ყველაზე დიდხანს ძლებს და მუშაობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც ორგანიზაციის დანიშნულების და მისი შესაბამისი სტრატეგიის მიხედვით კეთდება, რომელიც იმისთვის იქმნება, რომ ესა თუ ის კონკრეტული სტრატეგია განახორციელოს. და თუ ის სწორად არის გაკეთებული, მაშინ იქამდე იქნება აქტუალური, სანამ სტრატეგია არსებითად არ შეიცვლება.
რას ნიშნავს სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა, ან როგორ შეიძლება ის სტრატეგიის განხორციელებას უწყობდეს ხელს, სწორედ ამ თემას გვინდა ეს სტატია მივუძღვნათ.
სტრატეგიის სამი მთავარი კომპონენტი, რომელსაც სტრუქტურა უნდა ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს, შემდეგია:
ა) სტრატეგიული ამოცანები, ანუ საკითხები, რომლებისკენაც ყველაზე მეტად უნდა იყოს მომართული მენეჯმენტის ყურადღება მინიმუმ შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში;
ბ) სტრატეგიული პროცესები, ანუ პროცესები, რომელთა გამართულ დინებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისათვის;
გ) სტრატეგიული კომპეტენციები, ან სფეროები, რომელშიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია კომპეტენციისა და ექსპერტიზის დაგროვება.
სტრატეგიის ამ სამი კომპონენტის განხორციელებისათვის სტრუქტურა ყველაზე არსებითი იარაღია, მის გარეშე მათი გადაწყვეტა ან შეუძლებელი გახდება, ან ძალიან გართულდება. სწორედ სტრატეგიის ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას სტრუქტურაც.
სტრატეგიული ამოცანები
პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, ასორტიმენტის გაფართოვება, ფასების შემცირება პროდუქციაზე, ბრენდის განვითარება და ა.შ. მსგავსი ტიპის ამოცანებს შორის ყველა ორგანიზაციისათვის არსებობს 4-5 ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაზეც კომპანიამ თანმიმდევრულად უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მისთვის სასურველ მიზნებს მიაღწიოს. საჭიროა, რომ სტრუქტურა ცხადად ასახავდეს ამ პრიორიტეტებს. ანუ უზრუნველყოფდეს ყოველდღიურ საქმიანობაში ამ ამოცანებს მენეჯმენტის იმდენი ყურადღებით, რამდენადაც ისინი პრიორიტეტულები არიან ორგანიზაციისათვის.
იმისათვის, რომ სტრატეგიული ამოცანები მენეჯმენტის საჭირო ყურადღებით უზრუნველვყოთ, ყველაზე მარტივი გზაა ისინი ტოპ მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის გადავანაწილოთ. ანუ კონკრეტულ ამოცანას განვუსაზღვროთ კონკრეტული პასუხისმგებელი მენეჯერი, რომელიც უშუალოდ იქნება დაქვემდებარებული პირველ პირთან და რომლის მთავარი საქმეც ამ ამოცანის გადაწყვეტაზე ზრუნვა გახდება. რომელიც ასევე შეეცდება ამ პროცესში სხვა ხელმძღვანელების და პირველი პირის ჩართვას საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რესურსების გამოთხოვას მენეჯმენტისაგან, უზრუნველყოფს საჭირო ინიციატივების მობილიზაციას ან გენერაციას, მოკლედ მიხედავს და თავის თავზე აიღებს ამ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის საკითხს.
სირთულე იმაშია, რომ ხშირად მმართველ გუნდში არ არის იმდენი ადამიანი, რამდენიც სტრატეგიული ამოცანაა, ამიტომ მათი დაჯგუფება ხდება საჭირო. ასეთ დროს ერთ ხელმძღვანელს ერთზე მეტ ამოცანაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. რამდენიმე ამოცანის ერთ ადამიანზე დაკისრებისას საჭიროა გვახსოვდეს: