ზონა
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
3023
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვანო ლომთაძე
გამომცემლობა
ვანო ლომთაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ეს წიგნი სასტიკი და დაუვიწყარი გაკვეთილი აღმოჩნდება ახალგაზრდობის იმ ნაწიისათვის, ვისაც, ჩვენი გაუკუღმართებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების პირობებში, სამწუხაროდ, თვალი დაუფარავი სიმპათიით გაქცევია ე.წ. "შავი სამყაროსაკენ". ამ ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მეშვეობით ახალგაზრდა მკითხველი შეძლებს, ნამდვილი წარმოდგენა იქონიოს დამნაშავეთა სამყაროს რეალურ ბუნებაზე, მის შინაგან "წესრიგსა" და "სტრუქტურებზე", კანონებზე, ტრადიციებზე, მსოფლმხედველობაზე... და გააკეთოს დასკვნა: - ღირს კი სიცოცხლე თავისუფლების, სილამაზის, მზის, სითბოს, ფერების, გარეშე? წიგნის გმირმა ათი წელი (1985-1995) გაატარა ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის ზონაში (ავტორი შეგნებულად არ აკონკრეტებს მის ადგილს, რადგან მიაჩნია, რომ ზონა ყველგან ზონაა). თუ როგორ ჩამოყალიბდა ერთი ქართველი სტუდენტი ბიჭი კრიმინალური სამყაროს აღიარებულ ავტორიტეტად, როგორ მოხვდა იგი ზონაში და როგორ შეეჯახა ზონის მგლურ კანონებს, როგორ ეძიებდა ადამიანობისა და სიკეთის ნაპერწკლებს იმ გაუხეშებულ, მკაცრ ბიჭებში, როგორ შეთლო ლიდერობის შენარჩუნება და ბოლოს რა დასკვნა გააკეთა - ყოველივე ამას წიგნიდან შეიტყობთ. განათლებულ მკითხველს უთუოდ ყურს მოსჭრის ჟარგონები^ ბარბარიზმები, ტაბუირებული სიტყვები და გამოთქმები, სისასტიკისა თუ ძალმომრეობის მაჩვენებელი, თითქმის ნატურალური სცენები, მაგრამ მათი "გაშალაშინებითა" და შედარებით "უწყინარი" სინონიმების გამოყენებით, ეს ჩანაწერები უდავოდ დაკარგავდა გამომსახველობასა და სიმწვავეს. ამიტომ, ხანგძლივი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, წიგნის რედაქტორმა გადაწყვიტა, ყველაფერი ხელუხლებლად დაეტოვებინა და მკითხველი პირისპირ შეეხვედრებინა იმ პირქუშ, სასტიკ სამყაროსთან, რომლის არსებობაზე წარმოდგენაც კი არა აქვს საზოგადოების უმეტეს ნაწილს." - ლევან დავითაძე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები