იტვირთება...

"დუცხრომელთა სამყოფელი" - გურია

ნიკოლოზ კიწმარიშვილი

2,673 ნახვა
4
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„დაუცხრომელთა სამყოფელი" - გურია" 2015 წელს დაიწერა. ეს არის ორნაწილიანი წიგნი, რომლის პირველი ნაწილი შეიცავს ავტორების მიერ გადმოცემულ ცოცხალ გურულ ისტორიებს, თანამმედროვე გურიისთვის დამახასიათებელ ყოფა-ცხოვრებას და გურულ ტრადიციებს. მეორე ნაწილი არის ყველაზე მასშტაბური 4050-ზე მეტ სტყვიანი გურული ლექსიკონი, სახელწოდებით: "ზემო გურული მარგალიტები".
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„დაუცხრომელთა სამყოფელი“ უწოდეს გურიას, ჩვენ გურულები ვართ და რა გასაკვირია, რომ ვერ დავცხრით. გურიიდან წამოსვლის ოთხი წლის თავზე დავწერეთ წიგნი გურიაზე და არა მხოლოდ გურულებისთვის. წიგნის პირველი ნაწილი ცოცხალ გურულ ისტორიებზეა, რომელთა შემსწრე თავად ვყოფილვართ ან პირველ წყაროს უამბნია ჩვენთვის. მეორე ნაწილი არის შევსებული ვარიანტი, 2010 წელს გამოცემული წიგნისა სახელწოდებით - „ზემოგურული მარგალიტები“. წიგნის დაწერის იდეა სპონტანურად გაჩნდა, რაშიც ბატონ გიორგი კეკელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. იდეის გაჩენის დღიდან, წიგნის გამოქვეყნებამდე იგი ჩვენს გვერდით იდგა. წიგნში აღწერილია გურიის დღევანდელი ყოფისა და ახლო წარსულის შესახებ. ვიხსენებთ საქორწილო ცერემონიალებს, დაკრძალვის რიტუალებს, სხვადასხვა ტრადიციებს, კონფლიქტებსა და კოლორიტების პირად ისტორიებს . საქართველოში იუბორის სამი მწვერვალი არსებობს, კახეთი, იმერეთი და ყველაზე უფრო მაღალი და შთამბეჭდავი - გურიაა. აკი ამბობენ, ჯანსაღ იუმორს ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ქმნიანო... და არამარტო იუმორს ... როგორც გალაქტიონი ამბობდა: „...ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!.. არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამქვეყანაში, არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი, და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით, ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით, ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, როგორც ლერწამ ქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!...“ ნიკოლოზ კიწმარიშვილი გვანცა კალანდაძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941085161
სათაური:
"დუცხრომელთა სამყოფელი" - გურია
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
280
კატეგორია:
ჩანაწერები
ნახვები:
2673
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]