კაცები მზეში

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4959

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მცირე რომანი „კაცები მზეში“ პალესტინელი ლტოლვილების გაუსაძლის ყოფას აღწერს უსამშობლობაში, მათ განწირულ მცდელობას, დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი მზისქვეშეთში. ისინი, მეზობელ ქვეყნებს თავშეფარებულნი, ცხოვრობენ იქ „დროებით, სანამ ყველაფერი გაირკვევა“. „დროებით“ გაიფანტნენ მსოფლიოს გარშემო, ყველაფერს აკეთებენ „დროებით“, ამასობაში კი ცხოვრება გადის... მათი მკვდრები სხვათა სასაფლაოებზე განისვენებენ, ცოცხლები კი უცხოთა საზღვრებს ებღაუჭებიან. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ახალი პროექტით „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ერთი სერიის ფარგლებში გაეცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის ახალი და უახლესი პროზის საუკეთესო ნიმუშებს. „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რომლის წიგნთა უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიით გამოიცემა, დედნის ენებიდან შესრულებულ მაღალმხატვრულ და კარგად კომენტირებულ თარგმანებს გააერთიანებს. რადგან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, თანამედროვეობას, მის სოციალულ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს ყველაზე უკეთ მისივე ლიტერატურა ასახავს, ჩვენი სერიის წიგნები დაგეხმარებათ, უფრო ახლოს და უკეთ გაიცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-467-53-0
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები147
მთარგმნელიდარეჯან გარდავაძე
გამოცემის წელი2016