ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3286

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მას ჩემთვის არ მოუყოლია იმ ჭროღა თვალებზე, რომლებმაც მოუშუშებელი გულის იარა დაუტოვა. არც მე მითქვამს, თუ როგორ სალბუნად დაედო ჩემს დაღლილ სულს მისი ტკბილი ხმა, ვერც ის გავუმხილე, როგორ განსაკუთრებული მომხიბვლელობით წარმოთქვამდა ს-ებს... „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ ჩიტების გადაულახავ საზღვრებს კვეთს. „გაღმა მხარეზე“ დანატრებული ადამიანების, სევდისა და სიხარულის, სიმწრისა და ბედნიერების, ქორწილებისა და დაკრძალვების შეხვედრის ადგილია ეს მოთხრობები... თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს. ქევსერ რუჰი პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ვიწრო ხიდზე გადის. ქევსერის პოეტურობაში ხანდახან იგრძნობა უფსკრულისაკენ დამზიდველი ძალა. დიახ, ის თავბრუს გვახვევს, საშიშია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი“ (სადიქ ასლანქარა – გაზეთი „რესპუბლიკა“). პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა. წიგნი გამოიცა ერგუნ ათაბაიას (გურამ ქოქოლაძე) მხარდაჭერით.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-463-16-7
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები166
მთარგმნელითამარ თევდორაძე
გამოცემის წელი2016