იტვირთება...

მეჯლისის შემდეგ

ლევ ტოლსტოი

2016 წელი | ინტელექტი
3,095 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ლევ ტოლსტოის კრებული მეჯლისის შემდეგ ავტორის სამ მოთხრობას – სიკვდილი ივან ილიჩისა, კრეიცერის სონატა და მეჯლისის შემდეგ – აერთიანებს. სიკვდილი ივან ილიჩისა (1886 წ.) დრამატიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, სიკვდილ-სიცოცხლის ღრმა ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრითა და განსჯით ერთ-ერთი მასშტაბური ნაწარმოები – შედევრია, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მსოფლიოს ლიტერატურაში. კრეიცერის სონატა – ოთხმოციანი წლების ერთი ყველაზე რთული მოთხრობა, სადაც ცოლ ქმრული კავშირით შეერთებული ორი ადამიანის პირადი ტრაგედიის შესახებ არის მოთხრობილი.ეოცე საუკუნის დასაწყისში (1903 წ.) ტოლსტოი წერს კიდევ ერთ პატარა მოთხრობას – მეჯლისის შემდეგ, რომელიც თავისი სტილური სრულყოფილებით, კომპოზიციური გამართულობით, მშვიდი ეპიკური თხრობით მწერლის გვიანი პერიოდის შემოქმედებაში ერთ-ერთ თვალსაჩინო მოვლენას წარმოადგენს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ლევ ტოლსტოის კრებული მეჯლისის შემდეგ ავტორის სამ მოთხრობას – სიკვდილი ივან ილიჩისა, კრეიცერის სონატა და მეჯლისის შემდეგ – აერთიანებს. სიკვდილი ივან ილიჩისა (1886 წ.) დრამატიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, სიკვდილ-სიცოცხლის ღრმა ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრითა და განსჯით ერთ-ერთი მასშტაბური ნაწარმოები – შედევრია, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მსოფლიოს ლიტერატურაში. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი – ივან ილიჩ გოლოვინი, იმ ეპოქის სახეა, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებული ადამიანი, ვინც გვერდზე გაუხედავად მიჰყვება ტრადიციულ-წოდებრივ კოდექსს, ცხოვრობს მაღალ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული წესებით – ამთავრებს გიმნაზიას, უნივერსიტეტს, მუშაობს, ქმნის ოჯახს, მაგრამ მისი ინტერესის სფერო მეტად პროზაულია, არ აინტერესებს საერთო სიკეთე, სრულიად გულგრილია ადამიანების მიმართ, ცოლსაც კი არა სიყვარულით, არამედ იმ განწყობით ირთავს, რომ ის მისთვის სასარგებლოა, რომ მთავარია, მისმა უფროსებმა, უმაღლესი თანამდებობის ადამიანებმა ჩათვალონ, რომ მისი არჩევანი მისაღებია... კრეიცერის სონატა – ოთხმოციანი წლების ერთი ყველაზე რთული მოთხრობა, სადაც ცოლ ქმრული კავშირით შეერთებული ორი ადამიანის პირადი ტრაგედიის შესახებ არის მოთხრობილი. მწერალი მას თითქმის ორი წელი წერდა (1887-1889 წწ.), რომლის ბოლო ვარიანტამდე რვა ვერსია დაიწერა. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1903 წ.) ტოლსტოი წერს კიდევ ერთ პატარა მოთხრობას – მეჯლისის შემდეგ, რომელიც თავისი სტილური სრულყოფილებით, კომპოზიციური გამართულობით, მშვიდი ეპიკური თხრობით მწერლის გვიანი პერიოდის შემოქმედებაში ერთ-ერთ თვალსაჩინო მოვლენას წარმოადგენს. ავტორი ამ მოთხრობაში ერთხელ კიდევ ეხება ადამიანის „სულიერი დაბადების“, ადამიანის ზნეობის, პიროვნული სრულყოფილების იდეას.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-466-34-2
სათაური:
მეჯლისის შემდეგ
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
მთარგმნელი:
ლილი მჭედლიშვილი
გვერდები:
202
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
3095
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]