სიცოცხლე მშვენიერია

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

9746

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

მარინე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მარინე ცენტერაძის რომანი: "სიცოცხლე მშვენიერია"– ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ამით შევიცნოთ როგორც ადამიანები, ასევე გარესამყარო რომელსაც ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებთ. ეს რომანი გამოგზაურებთ ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფერი ნაცნობია: სიხარული, ბედნიერება, იმედგაცრუება, ტკივილი, პოვნა, ღალატი, აღმოჩენა და მოგზაურობა სამყაროში რომელზეც არასდროს უფიქრია. თქვენ აღმოჩნდებით მკითხველი, რომელიც აუცილებლად დაინტერესდება მთავარი გმირის როლით. თქვენც შეეცდებით დაფიქრდეთ ადამიანებზე, რომლებიც თქვენს გარშემოა და შეამოწმებთ რამდენად მყარია: მათი სიტყვები, ემოცია, სურვილები და გაღიმება თქვენს მიმართ. თქვენ ყოველი გადაფურცლის შემდგომ შეგაწუხებთ ეჭვი და გაგიტაცებთ ფიქრები თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მსგავს სიტუაციაში. ასევე იფიქრებთ სხვა ცხოვრებაზე, სხვა ადამიანებზე, რომლებიც როლებს გაუცვლიან თქვენს გარშემო მყოფებს. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გამოსცადოთ ისინი თუ რამდენად შეუძლიათ გიერთგულონ ყველგან და ყოველთვის. მთავარი გმირი მაკა, რომელიც შეიძლება ერთ შემთხვევაში სრულყოფილი ცხოვრების მაგალითად წარმოჩნდეს. მეორე შემთხვევაში ხდება დაკარგული საკუთარ პიროვნებასა და ადამიანებს შორის. მისი სხეულისთვის ნათქვამ ერთ განაჩენს, მოსდევს საყვარელი ადამიანისაგან სულიერი განაჩენიც და შეძლებს კი მისი პიროვნება გაუძლოს ორივე განაჩენს? სხვა სამყარო და სხვა ადამიანები, ეს არის მისი ახალი ცხოვრება – თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში. დაავადება რომლის გამოც მთავარ პერსონაჟზე ამბობენ უარს, რომლისთვისაც ათიათასჯერ მაინც უთქვამთ : "მიყვარხარ" და ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ადამიანური დანაკარგის გარეშე შეიძლება არც კი შეხვედროდა. მაკას ახალ ცხოვრებას ყველა ეტაპზე გასდევს არჩევანი, სადაც წინსვლასა და დაბრუნებას შორის დიდი ჭიდილია. თუ რა პასუხი ექნება მთავარ გმირს და შეძლებს თუ არა იპოვოს გზა, რომელიც სიკვდილთან გადის ამას რომანი გიჩვენებთ. ამავდროულად რომანში ვეცნობით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად დადიან ჩვენს გარშემო და მათ ვერ ვხედავთ. პიროვნებები რომლებიც: წაქცეულს წამოგაყენებენ, ნამტირალევს თვალებზე ცრემლს მოგწმენდენ , ნაღვლიანს გაგამხიარულებენ, მხიარულს კი გაგაბედნიერებენ. მაგრამ არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ტკივილი უხარიათ და სიხარული სტკივათ. ამ რომანში კი ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანების შეცნობის სურვილი გაგიჩნდეთ. რაც მთავარია მარინე ცენტერაძის რომანი, წარმოადგენს ინტერესის სამყაროს. კითხვის პერიოდში მკითხველს, მუდმივად ექნება ის განცდა თუ რა წერია შემდეგ გვერდზე. ხოლო ეს რომანი კი ეძღვნება იმ ადამიანებს, რომელიც ფიზიკურ დაავადებასთან ერთად – სულიერ დაავადებას განიცდის საყვარელი ადამიანებისაგან.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობამარინე
გამოცემის წელი2016