იტვირთება...

ვკვდები როგორც ქვეყანა

დიმიტრის დიმიტრიადისი

2015 წელი | ΛΟΓΟΣ
4,737 ნახვა
5
(0 რეცენზია /14 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ხანდახან სიკვდილის პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიცოცხლე... მან შესაძლოა საუკუნეები და ათასწლეულებიც კი გასტანოს... რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელა ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა" სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება. 1978 წელს ბერძნულ ენაზე გამოცემული რომანი დღემდე თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ ტექსტად ითვლება და უკვე სამი ათეული წელია, რაც ბერძნულ ბესტსელერთა შორის პირველ პოზიციებს არ თმობს. დიმიტრიადისის ტექსტის მიხედვით მიხაილ მარმარინოსის მიერ შექმნილი სპექტაკლი კი ევროპის საუკეთესო სცენებზე იდგმება. ნაწარმოები ნათარგმნია არაერთ ევროპულ და არაბულ ენებზე, მისი ქართული თარგმანი კი 2015 წელს პირველად გამოიცა - პროგრამა ლოგოსის მიერ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. მთარგმნელი: თათია მთვარელიძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დიმიტრის დიმიტრიადისის ესკიზი რომანისათვის, როგორც თავად ავტორი განსაზღვრავს ნაწარმოებს "ვკვდები როგორც ქვეყანა", მოგვითხრობს ამბავს ეპოქისა, რომელსაც "საშოს შუასაუკუნეები" ეწოდა. ესაა ეპოქა მრავალწლიანი ომებისა, როდესაც საომარ აგონიაში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცები შიშსა და სასოწარკვეთას მისცემიან, როდესაც ხალხს ერთადერთ ხსნად მტრის ჯარის შემოსვლაღა ესახება, როდესაც ეკლესიის ერთადერთ მიზანს აქამდე არსებულთა საპირისპირო, პერვერსიული ღირებულებების დამკვიდრება წარმოადგენს, როდესაც კრიმინალს ოფიციალურად იცავს კანონი, როდესაც კაცს დაუკარგავს ძირითადი – გამრავლების ფუნქცია და შესაბამისად, ქალები წლების განმავლობაში ვეღარ შობენ ბავშვებს. ესაა ამბავი ერის სიკვდილისა, არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი სიკვდილისა. დამარცხებული ქვეყნის მოსახლეობის შეგნებაში ყველა ადამიანური ღირებულების სიკვდილი და თავად ადამიანის ღირებულების სიკვდილი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკვდილი, თუნდაც იყოს ეს ქვეყნის მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკიდან გაქრობა. ამ საყოველთაო და ქაოტურ სიკვდილში კი ერთეული, მომაკვდავი ადამიანების ხმა არავის ესმის, თუმცაღა მას სიტყვა-სიტყვით თანხვდება ქალად ქცეული ქვეყნის გოდება, ქვეყნისა, რომელსაც აღარ ძალუძს დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს, ქვეყნისა, რომლის სული და სხეული თანადროულ სიკვდილს მოუცავს. – ესაა მოკლე მონახაზი ცნობილი ბერძენი მწერლის - დიმიტრის დიმიტრიადისის რომანისა `ვკვდები როგორც ქვეყანა”, რომელიც პირველად 1979 წელს გამოქვეყნდა, ანუ მაშინ, როდესაც თანამედროვე ბერძნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სულ ახალი დაწყებული იყო და დიქტატორულ რეჟიმს დავდაღწეული ერის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში იდგა. ნაწარმოების ტექსტი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მრავალწახნაგოვან ტექსტად ითვლება მე-20 საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში, შესაბამისად, მისი თარგმნა მთელ რიგ სირთულეებს წარმოშობს მთარგმნელის წინაშე. რემინისცენციები ანტიკურ, ბიზანტიურ და ბიბლიურ ტექსტებთან, მისი მაღალმხატვრული, თუმცა ძალზე ჩახლართული სინტაქსი, ბერძნული ენის განვითარების სამივე საფეხურიდან მოხმობილი ლექსიკა და ერთი შეხედვით, ისტორიული პროზის ნიმუშის სკაბრეზთან შერწყმული პოეტური სტილი, შინაარსობრივ მხარესა და მასში წამოჭრილ დიაქრონულ, საყოველთაო პრობლემატიკასთან ერთად, წარმოადგენს ტექსტის მთავარ ღირსებასაც და სირთულესაც მისი თარგმნა-გააზრების პროცესში. "ვკვდები როგორც ქვეყანა" ნათარგმნია რამდენიმე ევროპულ და არაბულ ენებზე, წარმოდგენილი თარგმანი კი ტექსტის პირველი ქართული თარგმანია, რაც ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს ქართულ ენაზე გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ კულტურულ გარემოში შექმნილი ტექსტია, საყოველთაო პოლიტიკურ-იდეოლოგიური პრობლემატიკის შიშვლად წარმოჩენის გამო, ზედმიწევნით შეესაბამება და ასახავს ბოლო რამდენიმე ათწლეულის ქართულ რეალობასაც. თათია მთვარელიძისეული თარგმანი კი, რამდენადაც ზედმიწევნით გადმოსცემს ტექსტის განწყობას - როგორც სტილის, ისე შინაარსობრივ დონეზე, ქართული სინამდვილის ამსახველი და ქართულ სინამვილეში შექმნილი ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941437854
სათაური:
ვკვდები როგორც ქვეყანა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
თარგმანი:
ახალი ბერძნული ენიდან
მთარგმნელი:
თათია მთვარელიძე
გვერდები:
46
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
4737
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(14) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [14]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]