ნაპოლეონის მამლუქი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
9566
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რუსტამ რაზა
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისი ოჯახი სომხეთში გაიქცა და მშობლიურ ქალაქ აპერკანს შეაფარა თავი. იქ ყოფნისას რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – ბეიმ იყიდა. 1798 წელს ეგვიპტეში ფრანგული ჯარი შეიჭრა, დაამარცხა მამლუქები და ქვეყანა დაიკავა. მომდევნო წლიდან რუსტამი ნაპოლეონ ბონაპარტის სამსახურში აღმოჩნდა და თექვსმეტი წელი ერთგულად ემსახურა იმპერატორს. რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა. დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს. ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები