Porcellanae პოეზია
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
3835
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნატო ინგოროყვა
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"პოეტური ალქიმიის შედეგია სიტყვა, რომელიც საგნისა და მოვლენის არსს პირვანდელ აზრს უბრუნებს – ნატო ინგოროყვას კრებულში ამ ალქიმიის საიდუმლო პროცესსაც დაესწრება მკითხველი და შედეგსაც „იწვნევს“. ეპისტოლური განწყობის ლექსებს ერთი საერთო ადრესატი ჰყავს, ვისთვის უზენაესი, ვისთვის სატრფო, ვისთვისაც – უბრალოდ მოყვასი, ვის გამოც „ფორმაცვალებადი სიტყვა ყოფნა“ სხვა მნიშვნელობას იძენს... ვისაც გულწრფელი ვნებით მიმართავს პოეტი: „დამრგე ლეღვის ხედ, და მის ტოტებში არბენინე რძე, რომელიც დააშრე ჩემში“... სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა – ეს ყოველივე კრებულს ლიტურგიის ფარულ მელოდიას სძენს და სიტყვიდან სიტყვაში აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს, სიყვარულის რელიგიით მსჭვალავს და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს. პოეტი ამასაც განმარტავს: „და თუ პირველად იყო სიტყვა – მე ვწერ შენს სახელს“. ეს სახელი ჰქვია ნატო ინგოროყვას პოეზიას."
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები