თაგვებსა და ადამიანებზე

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

30497

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს. ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ „თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-445-32-3
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები140
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგვანცა ჯობავა
გამოცემის წელი2015