ზამთარი ჩვენი მღელვარებისა

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1452

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნში „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ ჯონ სტაინბეკი პირველად ინაცვლებს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის თავისი ერთ-ერთი საკულტო ნაწარმოების სიუჟეტს ნიუ-იორკში შლის. ოდესღაც მდიდარი და მაღალი საზოგადოების ოჯახის შთამომავალი, ითენ ჰოული, ფსკერამდეა დაშვებული. გარდა იმისა, რომ უკვე საშუალო კლასს მიეკუთვნება, მუშაობს იმ მაღაზიაში, რომელიც ოდესღაც ჰოულების მძლავრ კლანს ეკუთვნოდა. და როდესაც დაკარგულის დაბრუნების დრო დგება, ითენმა ყველა ის თვისება უნდა მოიშველიოს, რომელიც ქონებისა და, შესაბამისად, ძალაუფლების მოსაპოვებლად, უფრო კი მათ შესანარჩუნებლადაა საჭირო. ავტორი თხრობის არასტანდარტულ ხერხს მიმართავს. ოსტატურად ირგებს ხან მთხრობელის, ხანაც პროტაგონისტის როლს, რაც ამბავს მის პირად ისტორიადაც აქცევს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941372940
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები342
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელივახტანგ ჭელიძე
გამოცემის წელი2023