გაუჩინარებული ქალი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
46512
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გილიან ფლინი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი. ცხოვრობს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს. ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება. „იმ დღეს“, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება... როგორც ყველა წიგნი, ეს წიგნიც მთავრდება „ათი თვის, ორი კვირის და ექვსი დღის შემდეგ“. ოღონდ ის არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ. „გაუჩინარებული ქალი“ წიგნი-დუელია – ორი ხასიათისა და ორი გონების დაპირისპირება, რომელთაგან ვერც ერთზე იტყვი – მთლიანად თეთრი ან შავიაო. ემოციური ფეიერვერკი, რომელიც თხრობას ახლავს თან, ბოლო წუთამდე ამოსუნთქვას გიშლის და როცა უკანასკნელ გვერდს გადაფურცლავ, მიხვდები, რომ ეს წიგნი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, დეტექტივი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები