იტვირთება...

იესოს სახარება

ჟოზე სარამაგუ

7,583 ნახვა
3.7
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.9
ყიდვა
ჩუქება
საბას ნომინანტი
ანოტაცია
ჟოზე სარამაგუ (1922-2010) პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ნამდვილი გვარია დე სუზა, სარამაგუ კი (მამამისის მეტსახელი, რომელიც ველურ მცენარეს ნიშნავს) დაბადების მოწმობაში დაშვებული უნებლიე შეცდომის შედეგად იქცა მის ფსევდონიმად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ სარამაგუ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო. სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, "იესოს სახარება" 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. "იესოს სახარებას" მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს "მკრეხელური" უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, "არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება". ასეა თუ ისე, "იესოს სახარებამ" განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-23-213-8
სათაური:
იესოს სახარება
გამოცემის თარიღი:
2015
საბას პრემია:
ნომინანტი
მთარგმნელი:
მიხეილ ანთაძე
გვერდები:
414
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
7583
რეიტინგი:
3,7
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
3.7
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [2]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [1]