გატეხილი გული

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3468

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

საუნჯე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამ წიგნის ავტორი ჩემი მეგობარია, ბავშვობის მეგობარი, სკოლის მერხიდან ერთად მოვდივართ... ამიტომაც მეადვილება და მიჭირს კიდეც მის შესახებ წერა. დიახ, მიჭირს, ვინაიდან მასზე, როგორც მკურნალზე, ამჯერად არ მიწევს არაფრის თქმა, არადა, ლამის უხსოვარი დროიდან ჩვენი სამეგობროს ოჯახის ექიმია, არაჩვეულებრივი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი. ჰოდა, როგორც მის მუდმივ პაციენტს, მის პროფესიაზე უფრო მეტი მაქვს სალაპარაკო.
 მაგრამ ამ „სიბერეში“ ახალმა საქმემ გაიტაცა და ამასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგა. ამას წინათ მისი ჰოსპიტლის დირექტორი შემხვდა, ჩვენი საერთო მეგობარი, და „ლიტერატურული გადახრების“ გამო თავის ძირითად საქმეს ხომ არ ცდება-მეთქი, ტატოზე ვკითხე, ტარიელ ნამორაძეზე, როგორ გეკადრება, მეორე სუნთქვა გაეხსნა და თავის ძირითად ფრონტზეც ძალიან ენერგიულიაო.
 რა გინდა რომ ქნა, ეწერება და წერს, თანაც მშვენიერი ქართულით, რაშიც თქვენც დარწმუნდებით. თემის მოძიება არ უჭირს, რადგან შინ სამი უშველებელი ძაღლი ჰყავს და მათი ცხოვრება-განცდები ზეპირად იცის. არც ფანტაზია აკლია, არც იუმორი და არც დამწყები მწერლებისთვის დამახასიათებელი მორიდება აწუხებს. შესანიშნავადაც თარგმნის ფრანგულიდანაც და რუსულიდანაც. და საერთოდ, ნიჭიერი კაცია და, ამდენად, ძალიან დასაფასებელი. კაცმა რომ თქვას, კი ვეხუმრებით, მაგრამ ნობელის პრემიაზეა წარსადგენი _ ჯერ როგორც ჩინებული ექიმი და მერე როგორც ისეთი მწერალ-მთარგმნელი, მხოლოდ დადებით ემოციებს რომ იწვევს, ანუ ჰუმანისტი.
 /რედაქტორის წინასიტყვაობიდან/

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასაუნჯე
გამოცემის წელი2013