სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გაიოზ მამალაძე
გამომცემლობა
გაიოზ მამალაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კონცეფცია (და იდეოლოგია) თანამედროვე ქართული კონსტიტუციური სახალხო მონარქიის შესახებ, - რომელშიც გათვალისწინებულია მსოფლიოს გამოცდილება, დღევანდელი ვითარება და პერსპექტივის დაგეგმვის მცდელობა, - შექმნილია ჩვენი წერილებისა და სამეფო კლუბის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლებიც ქვეყნდებოდა XX და XXI საუკუნების მიჯნაზე და რომლებიც შევიდა ჩვენს წიგნში „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“ (2007 წელი). წიგნის გამოსვლის შემდგომ, მალე, კონცეფცია გადავახალისეთ, დავამატეთ განმარტებები და გავხადეთ უფრო მეტად გასაგები და მისაღები დღევანდელი ვითარებისთვის - რესპუბლიკური მმართველობისთვის, საპარლამენტო, დემოკრატიული და რესპუბლიკური წყობის მომხრე ადამიანებისთვის. ამიტომ, კონცეფციის სათაური და სახელწოდება - „კონსტიტუციური სახალხო მონარქია“ (სახალხო მონარქია) განვავრცეთ, უფრო განვმარტეთ და 2008 წლიდან გამოვაქვეყნეთ სხვადასხვა საშუალებებით, სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge და სამეფო კლუბის კონფერენციებზე - „კონსტიტუციური სახალხო რესპუბლიკური მონარქიის“ სახელწოდებით. ახალი რედაქციის საბოლოო სახე კონცეფციამ მიიღო სამეფო კლუბის კონფერენციაზე: „სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი“ (2019 წლის 3 ივნისი). საბოლოო ჯამში, სამეფო კლუბის წინამდებარე კონცეფციას შეიძლება მოკლედ ვუწოდოთ - კონსტიტუციური სახალხო რესპუბლიკური მონარქია, რომელიც ისედაც კარგად გამოხატავს არსს (უფრო მოკლედ - სახალხო მონარქია). თუმცა, ვინაიდან კონცეფციაში წარმოდგენილია უფრო მეტი დაზუსტებები, ამიტომ, სათაურად გამოვიტანეთ ისე, როგორც მკითხველი ხედავს: კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქია (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა). ამგვარად, საქართველოს სამეფო კლუბის პროექტი - სახალხო მონარქია მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც ქვემოთ ნახავთ და ასევე სხვა მასალებსაც, რომლებსაც სხვა დროს წარმოგიდგენთ. გაიოზ მამალაძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები