ომი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

223

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ომის“ პერსონაჟი ყოფილი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა საკუთარი თავის ტყვეობას ვერსად გაურბის. „დეპუტატი“ ბევრს ესაუბრება ორ მეგობარს, ორ განსხვავებულ არქეტიპს – „ავაზაკსა“ და „მწერალს“. მათთან დიალოგებში წარმოჩნდება ქვეყნის უახლესი ისტორია, მსოფლიოს მიმდინარე ომები, მორალური დილემები და ჰუმანიზმის კრიზისი. „არჩილ ქიქოძის რომანში ომი უხილავია. საზოგადოებას დამაკავშირებელი ძაფები გაუწყდა. ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გადასარჩენი თითქოს არაფერი ხდება. რომანის მთავარი პერსონაჟი მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს. „ომს“ გმირები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სამი ნიღაბი, როგორც ძველ დრამებში ან კომედია დელ არტეში – დეპუტატი, მწერალი და ავაზაკი. ძველად ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება კი დღეგრძელი; რომ არსებობს მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება. „ომში“ ეს უთუობა შერყეულია. გადარჩება თუ არა ეს ფასეულობები? და თუ გადარჩება, როგორ და ვის ხელში? – ესაა „ომის“ მთავარი შეკითხვა. ძველ თეატრში ნიღაბი ორი იყო – ტრაგიკული და კომიკური. „ომსაც“ ეს ორი სახე აქვს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ შესძლებია ვინმეს, ასე ზუსტად აღეწერა ის, რასაც მათეს სახარებაში დღის სიბოროტე ჰქვია. არჩილ ქიქოძე ამ სიზუსტეს წყვეტილი, ფრაგმენტული, მოზაიკური აღწერით ახერხებს. გროტესკი და რეალიზმი განურჩეველი ხდება.“ ზაალ ანდრონიკაშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941378157
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები237
გამოცემის წელი2025