საღმრთოჲსა სამებისათვის

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

402

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

იცით მე არ მჭირდება რომ ჩემს გამო მოხვიდეთ ჭეშმარიტ რელიგიაში. თქვენ ჩემი გულისთვის კი არ უნდა მოხვიდეთ ჭეშმარიტ რელიგიაში, არამედ ეს თქვენი თავისთვის უნდა გააკეთოთ, მე არ გთხოვთ ფულს, როგორც ამას სახარების მქადაგებლები ითხოვენ, მე არ გეუბნებით რომ ფული გამოგზავნოთ შოუში. მე არ გთხოვთ არც ფულს და არც ლოცვას ჩემი გულისთვის, მე თქვენგან საერთოდ არაფერს არ ვითხოვ. სიტყვა სამება არ არის მთავარი. მთავარია საიდან წამოვიდა ეს დოქტრინა. ვგულისხმობ იმას რომ სამება არ იყო ადრე ბიბლიაში. დოქტრინა სამება არ არის გამომჟღავნებული არც ძველ და არც ახალ აღთქმაში. სამების დოქტრინა გაჩნდა ტერტულიანეს დროს 220 წელს. ამას კი მიაწერენ ტერტულიანეს, თითქოს ეს იქნა გამოგონილი თავად ტერტულიანეს მიერ. ვინ იყო ტერტულიანე? ის იყო კართაგენელი ადვოკატი. იესოს მისიიდან 200 წლის შემდეგ, ასე რომ ეს დოგმა არ იყო დაწერილი ბიბლიაში, ეს დოგმა იყო გამოგონილი ადვოკატის მიერ. ტერტულიანე წერდა: „მართლაც, უბრალო ადამიანები (მე არ ვუწოდებ მათ არაკეთილგონიერებს ან უსწავლელებს) რომლებიც შეადგენენ მორწმუნეთა უმრავლესობას, გაოცებულები არიან დარიგებით (სამი ერთში) იმ მოტივით, რომ მათი რწმენის წესი აშორებს მათ სამყაროს ღმერთების სიმრავლიდან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთამდე; არ ესმით, რომ მართალია ის ერთადერთი ღმერთია, მაგრამ მაინც უნდა სწამდეთ მისი საკუთარი წინდახედულობით ქრისტიანობის ქადაგებაში. სამების რიცხვით რიგითობაზე და მის გაყოფაზე რომელზეც ისინი თვლიან, რომ ხდება ერთის გაყოფა სამად; ხოლო ერთს, რომელსაც სამება გამოაქვს საკუთარი თავისგან, შორს არის განადგურებისგან, რადგან თავისგან არის იგი გამოსული და მისგან მიიღო დამოწმება. ისინი გამუდმებით ისვრიან სიტყვებს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ ორი ღმერთის და სამი ღმერთის მქადაგებლები ვართ, როდესაც თვითონ საკუთარ თავებს წინამორბედი რწმენის მიხედვით ერთი ღმერთის მიმდევრებად აიგივებენ.“ აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ზუსტად ტერტულიანე მოვიდა 200 წლის შემდეგ სამების კონცებციით. ტერტულიანეს პარადოქსები. ტერტულიანე ყველაზე მეტად თავისი პარადოქსული, ანუ ისეთი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი, განცხადებებით იყო ცნობილი, როგორიცაა: „ღმერთი (სწორედ) მაშინ არის განსაკუთრებით დიდი, როდესაც პატარა ჩანს“. „ძე ღვთისა გარდაიცვალა. ეს სავსებით დამაჯერებელია, რადგან გაუგებარია“. „დამარხვის შემდეგ იგი აღდგა. ეს უეჭველია, რადგან შეუძლებელია“. ტერტულიანე სხვებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ჭეშმარიტების დაცვის მცდელობისას, სინამდვილეში, ანადგურებდნენ მას. ის ამბობდა; „სად არის ქრისტიანსა და ფილოსოფოსს შორის რაიმე მსგავსება? ადამიანებს შორის, რომელთაგან ერთნი ხრწნიან ჭეშმარიტებას, ხოლო მეორენი — მის აღდგენასა და სხვებისთვის სწავლებას ცდილობენ? რა საერთო აქვთ აკადემიასა და ეკლესიას?“ საოცარია, მაგრამ თავადაც, ღვთივსულიერი ბიბლიური ჭეშმარიტების ადამიანურ ფილოსოფიაში აღრევით, იმავე მახეში გაება. ტერტულიანე კი აკრიტიკებდა ფილოსოფიას, მაგრამ თავისივე იდეების დასამტკიცებლად მას მიმართავდა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-8-6702-6
გამომცემლობალევან პეტრიაშვილი
გვერდები300
გამოცემის წელი2024