იტვირთება...

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული. წიგნი I

იმმა

2022 წელი | გეორგიკა
512 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის“ - ასეც შეიძლება ეწოდოს იმმას მრავლისმომცველ ნაშრომს, რომელიც ოთხტომეულად დაიწერა და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ განსაკუთრებულია როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის მანერით. ავტორი, რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარია, ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნული და ისტორიულ-საკაცობრიო მისტიკური გამოცდილების აღწერასა და გაზიარებას ემსახურება. წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს არსებული და ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები ხანგრძლივი პერიოდებით, ამიტომ სულიერი ცოდნის გადმოტანა ამ წიგნებში მიმდინარეობდა ნათელი იერარქიის - კაცობრიობის სულიერი მასწავლებლების უწყვეტი ზედამხედველობითა და მათთან უშუალო კონტაქტით. სიზმარხილვისა და ტელეპათიის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით, რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობისა და თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს. წიგნის კიდევ ერთი თავისებურებაა აზრთა მიმოცვლა მკითხველთან: რამდენიმე წლის განმავლობაში ნაშრომის ფრაგმენტები ინტერნეტით ქვეყნდებოდა ფეისბუკის ჯგუფ „გნოზისში“ და მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ოთხივე ტომშია შეტანილი. იმმას „ანგელოზის გული“ განსაკუთრებული ნაშრომია სულიერი ცოდნის მოპოვების გზაზე შემდგარი მგზავრისთვის. ქართულენოვან სივრცეში კი ამ სინკრეტული შემეცნებითი ჟანრის გამოჩენა-განვითარება საინტერესო და სასიხარულო მოვლენაა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის“ - ასეც შეიძლება ეწოდოს იმმას მრავლისმომცველ ნაშრომს, რომელიც ოთხტომეულად დაიწერა და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ განსაკუთრებულია როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის მანერით. ავტორი, რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარია, ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნული და ისტორიულ-საკაცობრიო მისტიური გამოცდილების აღწერასა და გაზიარებას ემსახურება. წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს არსებული და ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები ხანგრძლივი პერიოდებით. სამყაროს აგებულება-მუშაობის სულიერი პრინციპებისა და ადამიანის სულიერი ბუნება-ფუნქციის შესახებ სწორი ცოდნა განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა ჩვენი და ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. ამ ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება იმმას ნაშრომი. სიზმარხილვისა და ტელეპათიის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით, რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობისა და თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს. იმმას, სულიერი განზომილების დახმარებით, უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩატარებული ამ პრინციპების თავმოყრის, კატეგორიზაციისა და ანალიზის საქმეში. ნაშრომში გამოყენებული შედარებითი ანალიზი უამრავი რთული ტექსტის თარგმანსა და დამუშავებას მოიცავს სამეცნიერო, რელიგიური, მითოლოგიური და მისტიური წყაროებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ ავტორი, თემის მასშტაბურ-ფილოსოფიური ხასიათის მიუხედავად და ანალიტიკური კვლევის პარალელურად, მთლიანადაა დღევანდელობასა და ქმედებაზე ორიენტირებული. წიგნში განხილული სწავლება სულიერი ფასეულობების პრაქტიკაში დანერგვის გზებს გვაცნობს და აქტიური ქმედებისკენ მოგვიწოდებს ცნობიერების ამაღლება-გაფართოების გზით გაუმჯობესებული ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ყოფიერების მისაღწევად. წიგნის კიდევ ერთი თავისებურებაა აზრთა მიმოცვლა მკითხველთან: ნაშრომის ფრაგმენტები ინტერნეტით ქვეყნდებოდა ფეისბუკის ჯგუფ „გნოზისში“ და მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ოთხივე ტომშია შეტანილი. დღევანდელ დღეს, როცა მსოფლიო ამდენი გამოწვევის წინაშე დგას და როცა ასე გაძნელებულია ერთიანი, მწყობრი და ნამდვილი სურათის შექმნა ამ გამოწვევების მიზეზებსა და მოგვარების გზებზე, იმმას კვლევითი ნაშრომი, რომლიც ფილოსოფიური, სოციალური და მეცნიერული მიდგომების სინთეზს მოიცავს და ავტორის საკუთარ მისტიკურ გამოცდილებას გვაზიარებს, უნიკალურ საშუალებას გვთავაზობს სამყაროს სულიერი პრინციპების გასააზრებლად და პრაქტიკაში დასანერგად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრინციპები ყოფიერების ყველა სფეროს მოიცავს, ხოლო მათი შემსწავლელი თუ გამავრცელებელი ტრადიციული ინსტიტუციები ხშირად მოძველებულია და თანამედროვე ადამიანისთვის გაუგებარი (მაგ. დოგმატური რელიგიური სწავლებები), ან ზედმეტად აბსტრაქტული (მაგ. აკადემიური ფილოსოფია), ხან კი ფსევდოსულიერებას გამოკიდებული (მაგ. უამრავი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელიც ადამიანს „გასხივოსნებას“ და ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდება), ამ პრინციპების სწორად გააზრება და საყოველთაო კეთილდღეობისათვის გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მარტო „მაძიებელთათვის“, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. ამ მხრივ „ანგელოზის გული“ ძველებრაელი ფილოსოფოსის მაიმონიდის „მერყევთა გზამკვლევს“ მოგვაგონებს, რომლის ავტორი ცდილობს, ბიბლიურ-თეოლოგიური ტრადიცია ლოგიკურ-ანალიტიკურ მიდგომას შეუთავსოს და წმინდა წერილის ფილოსოფიურ ახსნას გვთავაზობს იმ მიზნით, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი, პოზიციის მიუხედავად, არ დაბრკოლდეს. იმმას „ანგელოზის გული“ განსაკუთრებული ნაშრომია სულიერი ცოდნის მოპოვების გზაზე შემდგარი მგზავრისთვის. ქართულენოვან სივრცეში კი ამ სინკრეტული შემეცნებითი ჟანრის გამოჩენა-განვითარება საინტერესო და სასიხარულო მოვლენაა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-3768-5
სათაური:
გნოზისი, ანუ ანგელოზის გული. წიგნი I
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
637
კატეგორია:
თვითგანვითარება
ნახვები:
512
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]