ღამის შუქურები

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

1638

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

კლიო

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ღამის შუქურები“ ახალგაზრდა ბრიტანელი მწერლის ემი ლიპტროტის გულწრფელი მონათხრობია საკუთარ ცხოვრებაზე. მწერალი ყვება, როგორ წავიდა ლონდონში კარიერის შესაქმნელად და სიყვარულთან შესახვედრად, როგორ მიეძალა ალკოჰოლს, დაკარგა სამსახური, ბინა, მისი გაუპატიურებაც კი სცადეს, სასმლით გაბრუებული ქუჩა-ქუჩა როგორ დაეხეტებოდა… გადარჩენის ერთადერთი გზა შინ, ორკნის კუნძულების ფერმაში დაბრუნებაა. იქ ადამიანი იმდენად მარტო რჩება ბუნებასთან, რომ შეუძლია ბუს ელაპარაკოს, ან გაშიშვლდეს და ისე ირბინოს ბროდგარის წრის გავარვარებულ ქვებს შორის, სადაც ოდესღაც ნეოლითის ეპოქის ხალხი რიტუალების ასრულებდა. თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს… მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები… წიგნი დაჯილდოვდა უეინრაიტის პრემია (2016 წ.) და ინგლისის პენ-კლუბის ყოველწლიური პრემიით ავტობიოგრაფიული რომანისთვის (2017 წ.).

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-496-05-9
გამომცემლობაკლიო
გვერდები307
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგაგა ლომიძე
გამოცემის წელი2021