გზა ცხოვრებისა

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1279

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩაეხუტები და იგრძნობ, რომ სახლში ხარო, ამბობენ. არსებობენ წიგნები, რომლებსაც წაიკითხავ, არც სახელი გეცნობა, არც გვარი, არც ეს ადამიანები და გარემო, მაგრამ შენია – შენი განცდები, შენი ბავშვობა, შენი ოჯახის წარსული და აწმყო, შენი მეგობრების ტკივილი და სიხარული გაშლილა შენს თვალწინ. აი, სწორედ გუშინ რომ საუბრობდი შენს ემიგრანტ მეგობართან ამ ტკივილსა და დარდზე, დაბრუნების გაპარულ წლებსა და სამშობლოს უსაზღვრო მონატრებაზე... აი, მამაშენი, რომელიც გუშინ არიგებდა შენს შვილებს, როგორი უნდა იყოს ადამიანი, დიახ, ადამიანი – სამშობლოსთვის, მშობლისთვის, მეგობრისთვის, უცნობებისთვის... კითხულობ, და ხვდები, როგორ მოგნატრებია ნამდვილი ამბები, ნამდვილი გრძნობები, ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი გმირები, რომელთაც ბაძავდი, გინდოდა მათ დამსგავსებოდი და შენით ეამაყათ. „გზა ცხოვრებისა“ სწორედ ასეთ განცდებს გაჩუქებთ – ეს არ არის უბრალოდ წიგნი, რომელსაც, რედაქტორი გირჩევთ, ეს არის წიგნი, რომელთან გამომშვიდობებაც ძალიან გამიჭირდა, რადგან ის არ არის მხოლოდ წიგნი – წიგნისთვის, ის ჩემი, თქვენი ამბავია, რომელიც ხიდად გასდებია მშობლებისა და შვილების თაობებს. არადა, თითქოს, მხოლოდ ერთი უკარგესი, ღირსეული ადამიანის ცხოვრებაა – ბავშვობაში ბაბუს ხისგან გამოთლილმა თვითმფრინავმა რომ გზა გაუკვალა – და მერეც მთელი ცხოვრება ეს აღფრთოვანება გაჰყვა გზად, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით – აქ მთელი სამყაროა, სამყარო, რომელიც აუცილებლად თქვენი გახდება.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-447-77-8
გამომცემლობაზურაბ შუბითიძის წიგნები
გვერდები360
გამოცემის წელი2020