ლამაზი ანტონიო

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

1572

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

ანოტაცია

ვიტალიანო ბრანკატი (1907-1954 წწ.) - იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი დაიბადა 1907 წლის 24 ივლისს, სირაკუზას პროვინციის (სიცილია) ქალაქ პაკინოში. 13 წლის ასაკში მწერალი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ კატანიაში გადავიდა. აქ გაიარა სწორედ კულტურული ჩამოყალიბების ფუნდამენტური ეტაპიც. 1922 წელს ის შევიდა ფაშისტურ ნაციონალურ პარტიაში. 1929 წელს დაამთავრა ლიტერატურული ფაკულტეტი. ვიტალიანო ბრანკატი კინემატოგრაფიაში მუშაობდა. მას ეკუთვნის სცენარები ფილმებისთვის: „რთული წლები“ (1947 წ.) „ჩექმებიანი მოხუცის“ მიხედვით, „ბატონები ეტლში“ (1951 წ.), „წარმატების ხელოვნება“ (1955 წ.), „სხვა დროები“ (1952 წ.), „მცველები და ქურდები“ (1951 წ.), „სად არის თავისუფლება“ და „მოგზაურობა იტალიაში“ (ორთავე 1954 წ.). 1949 წელს რომანი „ლამაზი ანტონიო“ მწერალმა პირველად ყოველკვირეულ გაზეთ „ილ მონდოში“ გამოაქვეყნა. რომანს ლიტერატურული კრიტიკისა და მკითხველის დიდი გამოხმაურება ხვდა და იტალიური ეროვნული ლიტერატურული ჯილდოთი - ბაგუტას პრემიითაც აღინიშნა. ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა, მგრძნობიარე მამაკაცზე, ანტონიო მანიანოზე, რომელიც იშვიათი სილამაზით გამოირჩევა და ქალებს ძალიან უყვართ, მაგრამ სამწუხაროდ, სექსუალური უძლურება მას ღირსებას ულახავს, რის გამოც 30-იანი წლების კატანიაში მისი ამბავი ყველას პირზე აკერია. ყველაფერი ეს გაბატონებული ფაშისტური რეჟიმისა და სიცილიური ტრადიციების ფონზე მიმდინარეობს. რომანის ფურცლებზე კომიკური ამბავი ენაცვლება დრამატულს, სასაცილო ეპიზოდები ზოგი პერსონაჟისთვის ჭეშმარიტი ტრაგიზმის შემცველია. მათ შორის უპირველესია ანტონიოს მამა ალფიო - ტიპური სიცილიელი მამაკაცი, რომელიც ღირსების გადასარჩენად და ჭორების გასაფანტად ყველაფრისთვის მზადაა, ოჯახის ღირსების აღსადგენად (მისი გაგებით) დაბომბვასაც კი არ უშინდება და მეძავებით დასახლებული უბნის ნანგრევებში სიკვდილსაც არჩევს... „ლამაზი ანტონიოს“ სახით მკითხველი იტალიური პროზის ძალზე საინტერესო და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს გაეცნობა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9722-5-6
გამომცემლობასაქართველოს აკადემიური გამომცემლობა-Academic press of Georgia
გვერდები300
თარგმანიიტალიურიდან
მთარგმნელიმაია ტურაბელიძე
გამოცემის წელი2021