კედელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1789
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იურეკ ბეკერი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
იურეკ ბეკერი დაიბადა 1937 წლის 30 სექტემბერს ლოძში (პოლონეთი), გარდაიცვალა 1997 წლის 14 მარტს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ სისებიში. ბავშვობა ლოძის ებრაელთა გეტოში გაატარა, მოგვიანებით, მშობლებთან ერთად, რავენსბრიუკისა და ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარიც იყო. ომის დამთავრების შემდეგ დასახლდა აღმოსავლეთ ბერლინში. სწავლობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტსა და ბაბელსბერგის უმაღლეს კინოსკოლაში. წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის. გდრ-ში ჩაბმული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1977 წელს დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ ბერლინში. გერმანულენოვან სამყაროში საყოველთაო აღიარება მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „მატყუარა იაკობმა“, რომელიც საფუძვლად დაედო ორ ეკრანიზაციას: ერთს გდრ-ში, მეორეს – ჰოლივუდში. რომანის ქართული თარგმანი 2017 წელს გამოსცა „ინტელექტმა“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები