იტვირთება...

როგორ ვესაუბროთ მაგარ ბიჭებს

მიჰაუ

2020 წელი | ჩემი წიგნი
822 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
13.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჩვენ ყველას გვსმენია ისტორიები მოხერხებულ მექალთანეებზე, რომლებიც ქალებს ხიბლავენ და აქვთ უფრო მეტი სექსი, ვიდრე ამას ადამიანი ჩვეულებისამებრ იმსახურებს. მაგრამ, რა მოხდება თუკი როლები შეიცვლება? რა მოხდება თუ ქალები შეძლებენ იგივე ტექნიკების გამოყენებას, რასაც მექალთანეები იყენებენ და გადააქცევენ ამ „მოთამაშეებს“ პარტნიორებად, მორცხვ ბიჭებს მხიარულ, ერთჯერად გასართობად და მაჩო მამაკაცებს გათხოვების შესაძლებლობად? ქალბატონებო, მე აქ იმისთვის ვარ რომ გითხრათ: ამის გაკეთება შესაძლებელია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობში მამაკაცებს ვასწავლიდი საუბრის, ცდუნების, პაემნის და რომანტიკის ტექნიკებს, ვუზიარებდი ჩემს გამონათებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეექმნათ „არაპროგნოზირებადობა“ და სექსუალურად დაეტვირთათ საუბარი. შედეგები თავად საუბრობენ. ათასობით ბიჭმა წაიკითხა ჩემი წიგნები, გაიარა ჩემი სემინარები და განახორციელა სტრატეგიები, რომლის შედეგი იყო ქორწინება, სიყვარული და ბავშვები (რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ სექსზე). მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ გოგონებს უფლება თავადაც გაერთონ? აი რა უშლით მათ ხელს. მექალთანეების საზოგადოებაში ყოველთვის იყო რწმენა, რომ ქალებს არ სჭირდებათ იცოდნენ ეს ხელოვნება, რადგან ისინი ბუნებრივად და ინსტიქტურად კარგები არიან ამ თამაშში. მათთვის საჭირო არ არის ისწავლონ თუ როგორ მივიდნენ ბიჭებთან, რადგან ბიჭები მიდიან მათთან. საჭირო არ არის იცოდნენ როგორ წარმართონ საუბარი, რადგან ეს ბიჭის საქმეა, და თუ ქალი ისწავლის ამ ყველაფრის გაკეთებას, მაშინ ბიჭებს მიტოვება ემუქრებათ, რადგან ისინი სადავეებს დაკარგავენ. ქალების ამ ქმედებით მათ აღარ ექნებათ გავლენა და არამარტო ბიჭები დაკარგავენ ინტერესს, არამედ ქალებიც, რადგან ისინი იგრძნობენ რომ ბიჭი სუსტია და არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. ეს მითი გაბატონებული იყო ურთიერთობებში ათწლეულებზე მეტხანს. ეს არის მითი, რომელიც გახდა დოგმა. გოგოებს არ სჭირდებათ ურთიერთობების შესწავლა. ისინი არ გამოიყენებენ რაიმე მეთოდებს. მათ საერთოდ არ ანიტერესებთ ასეთი რამეები. მე ამ მითს სისულელეს ვეძახი. აღმოჩნდა რომ ქალები დაინტერესებულები არიან ურთიერთობების შესწავლით - და არამხოლოდ დაინტერესებულები არიან, არამედ ენთუზიაზმით უყურებენ ამ ყველაფერს და სურთ ისეთი კონკრეტული რჩევის მიღება, რომელიც შეეძლებათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ თავისი სასიყვარულო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მათ უბრალოდ არ იციან რა არის სინამდვილეში „თამაში“.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ჩვენ ყველას გვსმენია ისტორიები მოხერხებულ მექალთანეებზე, რომლებიც ქალებს ხიბლავენ და აქვთ უფრო მეტი სექსი, ვიდრე ამას ადამიანი ჩვეულებისამებრ იმსახურებს. მაგრამ, რა მოხდება თუკი როლები შეიცვლება? რა მოხდება თუ ქალები შეძლებენ იგივე ტექნიკების გამოყენებას, რასაც მექალთანეები იყენებენ და გადააქცევენ ამ „მოთამაშეებს“ პარტნიორებად, მორცხვ ბიჭებს მხიარულ, ერთჯერად გასართობად და მაჩო მამაკაცებს გათხოვების შესაძლებლობად? ქალბატონებო, მე აქ იმისთვის ვარ რომ გითხრათ: ამის გაკეთება შესაძლებელია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობში მამაკაცებს ვასწავლიდი საუბრის, ცდუნების, პაემნის და რომანტიკის ტექნიკებს, ვუზიარებდი ჩემს გამონათებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეექმნათ „არაპროგნოზირებადობა“ და სექსუალურად დაეტვირთათ საუბარი. შედეგები თავად საუბრობენ. ათასობით ბიჭმა წაიკითხა ჩემი წიგნები, გაიარა ჩემი სემინარები და განახორციელა სტრატეგიები, რომლის შედეგი იყო ქორწინება, სიყვარული და ბავშვები (რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ სექსზე). მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ გოგონებს უფლება თავადაც გაერთონ? აი რა უშლით მათ ხელს. მექალთანეების საზოგადოებაში ყოველთვის იყო რწმენა, რომ ქალებს არ სჭირდებათ იცოდნენ ეს ხელოვნება, რადგან ისინი ბუნებრივად და ინსტიქტურად კარგები არიან ამ თამაშში. მათთვის საჭირო არ არის ისწავლონ თუ როგორ მივიდნენ ბიჭებთან, რადგან ბიჭები მიდიან მათთან. საჭირო არ არის იცოდნენ როგორ წარმართონ საუბარი, რადგან ეს ბიჭის საქმეა, და თუ ქალი ისწავლის ამ ყველაფრის გაკეთებას, მაშინ ბიჭებს მიტოვება ემუქრებათ, რადგან ისინი სადავეებს დაკარგავენ. ქალების ამ ქმედებით მათ აღარ ექნებათ გავლენა და არამარტო ბიჭები დაკარგავენ ინტერესს, არამედ ქალებიც, რადგან ისინი იგრძნობენ რომ ბიჭი სუსტია და არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. ეს მითი გაბატონებული იყო ურთიერთობებში ათწლეულებზე მეტხანს. ეს არის მითი, რომელიც გახდა დოგმა. გოგოებს არ სჭირდებათ ურთიერთობების შესწავლა. ისინი არ გამოიყენებენ რაიმე მეთოდებს. მათ საერთოდ არ ანიტერესებთ ასეთი რამეები. მე ამ მითს სისულელეს ვეძახი. აღმოჩნდა რომ ქალები დაინტერესებულები არიან ურთიერთობების შესწავლით - და არამხოლოდ დაინტერესებულები არიან, არამედ ენთუზიაზმით უყურებენ ამ ყველაფერს და სურთ ისეთი კონკრეტული რჩევის მიღება, რომელიც შეეძლებათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ თავისი სასიყვარულო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მათ უბრალოდ არ იციან რა არის სინამდვილეში „თამაში“. ქალების უმეტესობა ფიქრობს რომ მექალთანეები უბრალოდ მოთამაშეები არიან, ისინი, ვინც ცდილობენ ყოველ ღამეს ქონდეთ სექსი, ისინი, ვისაც გრძელვადიანი ურთიერთობები არ აინტერესებთ, ისინი, ვინც უპატივცემულობით მოექცევიან მათ, რათა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ისინი ფიქრობენ რომ მექალთანეები ის ბიჭები არიან, რომლებიც „ბაძავენ ფარშევანგს“, რაც იმას ნიშნავს რომ ატარებენ უჩვეულო ქუდებს ან შავ მაკიაჟს და დადიან როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე ელიან ყველა გარშემომყოფებმა ყურადღება მათ მიაქციონ. და რათქმაუნდა, სამწუხაროდ ზოგი რამ სიმართლეა - მაგრამ ყველა არა. მე ვიცი რომ არსებობენ ბიჭები, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს ეძებენ, რადგან მათი ქოუჩი ვიყავი. ვიცი რომ ურთიერთობების შესწავლა შესაძლებელია იყოს უძლიერესი ინსტრუმენტი ნამდვილი კავშირის დასამყარებლად, რადგან მინახია თუ როგორ ქორწინდებიან ბიჭები და ჰყავთ ბავშვები ამ ყველაფრის გამოყენების გზით. მაგრამ ურთიერთობების შესწავლა სოციალურად გაუმართლებელია ქალებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ სიბრძნის ხელმისაწვდომობას. მე ვცდილობ შევცვალო ეს ყველაფერი რადგან, თვალი რომ გავუსწოროთ სინამდვილეს: ბიჭების 90 პროცენტი პირველი დანახვისას სრულიად არამიმზიდველად გამოიყურება. მათ იმიტომ არ შეუძლიათ ქალების გულის მოგება მალევე, რადგან მათი უმეტესობა ცნება „ქალთან საუბრის დაწყება“-ს გაგონებისთანავეც კი პარალიზებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან ურთიერთობაში შესვლაზე. და ეს ნიშნავს რომ მოგიწევს მხოლოდ იმ ერთადერთ ბიჭთან საუბარი ბარში, რომელიც იმდენად ნასვამია, ან იმდენად გამბედავი, რომ გადაწყვიტა შენი გაცნობა. არ გინდა ამის გარდა სხვა არჩევანი გქონდეს? არ ჯობს „მისტერ საზიზღრად მთვრალი“-ს ან „მისტერ მოწყენილობა“-ს ნაცვლად თვითონვე გაიცნო ათი ისეთი მაგარი ბიჭი, რომელთა გარეგნობითაც უკვე მოხიბლული ხარ? შენ უნდა ისწავლო თუ როგორ გამოიყენო შანსები შენს სასარგებლოდ და ნუ დაელოდები იმას, თუ როდის გიპოვის „მისტერ უნაკლო“. ნუღარ დაელოდები იღბლიან მომენტს და იმ „საბედისწერო შეხვედრა“-ს. უნდა შეწყვიტო სანთლების ანთება და შენი საოცნებო ბიჭის ვიზუალიზაცია, ბალიშის ქვეშ თილისმის დადება იმ იმედით, რომ რაიმე „მაგიური“ შემთხვევა გამოგიგზავნის მას შენს ცხოვრებაში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-1-940363-20-2
სათაური:
როგორ ვესაუბროთ მაგარ ბიჭებს
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
შალვა კაციაშვილი
კატეგორია:
ბლოგი
ნახვები:
822
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]