როგორ ვესაუბროთ მაგარ ბიჭებს
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6123
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მიჰაუ
გამომცემლობა
ჩემი წიგნი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჩვენ ყველას გვსმენია ისტორიები მოხერხებულ მექალთანეებზე, რომლებიც ქალებს ხიბლავენ და აქვთ უფრო მეტი სექსი, ვიდრე ამას ადამიანი ჩვეულებისამებრ იმსახურებს. მაგრამ, რა მოხდება თუკი როლები შეიცვლება? რა მოხდება თუ ქალები შეძლებენ იგივე ტექნიკების გამოყენებას, რასაც მექალთანეები იყენებენ და გადააქცევენ ამ „მოთამაშეებს“ პარტნიორებად, მორცხვ ბიჭებს მხიარულ, ერთჯერად გასართობად და მაჩო მამაკაცებს გათხოვების შესაძლებლობად? ქალბატონებო, მე აქ იმისთვის ვარ რომ გითხრათ: ამის გაკეთება შესაძლებელია. უკანასკნელი ათი წლის განმავლობში მამაკაცებს ვასწავლიდი საუბრის, ცდუნების, პაემნის და რომანტიკის ტექნიკებს, ვუზიარებდი ჩემს გამონათებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეექმნათ „არაპროგნოზირებადობა“ და სექსუალურად დაეტვირთათ საუბარი. შედეგები თავად საუბრობენ. ათასობით ბიჭმა წაიკითხა ჩემი წიგნები, გაიარა ჩემი სემინარები და განახორციელა სტრატეგიები, რომლის შედეგი იყო ქორწინება, სიყვარული და ბავშვები (რომ აღარაფერი ვთქვათ უამრავ სექსზე). მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ გოგონებს უფლება თავადაც გაერთონ? აი რა უშლით მათ ხელს. მექალთანეების საზოგადოებაში ყოველთვის იყო რწმენა, რომ ქალებს არ სჭირდებათ იცოდნენ ეს ხელოვნება, რადგან ისინი ბუნებრივად და ინსტიქტურად კარგები არიან ამ თამაშში. მათთვის საჭირო არ არის ისწავლონ თუ როგორ მივიდნენ ბიჭებთან, რადგან ბიჭები მიდიან მათთან. საჭირო არ არის იცოდნენ როგორ წარმართონ საუბარი, რადგან ეს ბიჭის საქმეა, და თუ ქალი ისწავლის ამ ყველაფრის გაკეთებას, მაშინ ბიჭებს მიტოვება ემუქრებათ, რადგან ისინი სადავეებს დაკარგავენ. ქალების ამ ქმედებით მათ აღარ ექნებათ გავლენა და არამარტო ბიჭები დაკარგავენ ინტერესს, არამედ ქალებიც, რადგან ისინი იგრძნობენ რომ ბიჭი სუსტია და არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. ეს მითი გაბატონებული იყო ურთიერთობებში ათწლეულებზე მეტხანს. ეს არის მითი, რომელიც გახდა დოგმა. გოგოებს არ სჭირდებათ ურთიერთობების შესწავლა. ისინი არ გამოიყენებენ რაიმე მეთოდებს. მათ საერთოდ არ ანიტერესებთ ასეთი რამეები. მე ამ მითს სისულელეს ვეძახი. აღმოჩნდა რომ ქალები დაინტერესებულები არიან ურთიერთობების შესწავლით - და არამხოლოდ დაინტერესებულები არიან, არამედ ენთუზიაზმით უყურებენ ამ ყველაფერს და სურთ ისეთი კონკრეტული რჩევის მიღება, რომელიც შეეძლებათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ თავისი სასიყვარულო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მათ უბრალოდ არ იციან რა არის სინამდვილეში „თამაში“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები