აღმოსავლურ - დასავლური დივანი

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

17336

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს აქვს უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველთა მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო. ირაციონალიზმზე როცა ვლაპარაკობთ, არც “რაციოს” მონაწილეობა უნდა დავივიწყოთ. ვახუშტი კოტეტიშვილის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევა “სპარსული ლექსის პოეტიკა”. ეს გამოკვლევა მთარგმნელის პროფესიული მზადყოფნის დასტურია. სპარსული ლექსის სტრუქტურა რთულია და მრავალწახნაგოვანი, ორიგინალურია და თვითმყოფადი. მხოლოდ ყოველივე ამის საფუძვლიანი ცოდნის და გათვალისწინების შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი ირაციონალურ მომენტებზე. “აღმოსავლურ-დასავლური დივანი” ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. შესავალი. 2. სპარსული პოეზია. 3. ავსტრო-გერმანული პოეზია (რილკე). 4. XX საუკუნის რუსული პოეზია.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN99940-16-43-1
გამომცემლობადიოგენე
გვერდები356
თარგმანისპარსული
მთარგმნელივახუშტი კოტეტიშვილი
გამოცემის წელი2003