და იქმნა ნათელი. შესაქმიდან ნოეს კიდობნამდე
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
6052
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იაკობ შტრაიტი
გამომცემლობა
მარინა ბულია
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ბოლოსიტყვაობა ამ მოთხრობების ავტორი მრავალი წლის განმავლობაში აცნობდა დაწყებითი სასკოლო კლასების ბავშვებს ძველი აღთქმის სამყაროს. აქედან იშვა წინამდებარე მოთხრობები. გარდა ბიბლიური წყაროებისა ავტორი საზრდოობდა აპოკრიფული ტექსტებითაც, განსაკუთრებით ბინ გორიონის “იუდეველთა საგებით”. ისინი ლეგენდარული ფორმით გვაწვდიან ზეპირსიტყვიერ ბიბლიურ გადმოცემებს, ამდიდრებენ რა მათ მითიურად და პოეტურად. ბავშვის ჯერაც მითოსურ-ხატოვანი ფსიქიკის წვდომის, ასევე თავად ბავშვების თანაშემოქმედების შედეგად წარმოიშვა მოთხრობები შესაქმის შვიდი დღის, კაცობრიობის მიწიერი მოღვაწეობის დასაწყისის (კაენის ძენი), ნოეს კიდობნის, როგორც “ძველი სამყაროს” დასასრულის, შესახებ. სიმპათია სიკეთისადმი, ღვთაებრივი სამყაროსადმი, ვაება და წყვდიადი, როგორც ნათლის სამყაროდან გამოყოფის შედეგი - ეს არა მხოლოდ ძველი აღთქმის დრამაა, არამედ ცალკეული ადამიანისაც, რომლის კვალზეც მიაბიჯებს და ცხოვრობს ბავშვი, თუნდაც ჯერ მშვინვიერად დაცული. თუ მოხერხდება ბუნების საუფლოს წვდომა, როგორც ღვთაებრივი შესაქმიდან აღმოცენებულისა, მაშინ შესაძლებელი იქნება გაოცების, თაყვანისცემისა და ბუნების სიყვარულის უნარების გაშლა. და თუ დანაშაული და წაწყმედა წარმოდგენილ იქნება, როგორც ევოლუციური ძალა სიკეთისათვის, მაშინ გამოიღვიძებენ ზნეობრივი ძალები, რომელნიც არსად ისე ხატოვნად არ არიან მოცემულნი, როგორც ძველი აღთქმის დიად მოვლენებში. ეს თავისუფალი პოეტური ფორმის მოთხრობები თავისი შინაარსით მკაცრად მისდევს პირველწყაროებს. ისინი ბავშვებისთვის არიან განკუთვნილნი, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნენ დაწყებით კლასებში რელიგიის გაკვეთილებისას. იაკობ შტრაიტი. წიგნი ილუსტრირებულია ასია ტურგენევას მიერ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები