სინათლე ოკეანეებს შორის

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6738

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დასავლეთის ფრონტზე გატარებული ოთხი საზარელი წლის შემდეგ ტომ შერბურნი ავსტრალიაში ბრუნდება და იანუს-როკზე შუქურას ზედამხედველად იწყებს მუშაობას. კუნძული კონტინენტიდან ნახევარი დღის სავალზეა. ამ იზოლირებულ კუნძულზე ტომს ახალგაზრდა, გაბედული და მოსიყვარულე ქალი, იზაბელი, მოჰყავს ცოლად. წლები გადის და ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლევა. ერთ მშვენიერ დღეს იზაბელი ბავშვის ტირილს გაიგონებს, რომელიც ქარს მოაქვს. ნავი კუნძულზეა გამორიყული, ზედ კი გარდაცვლილი კაცი და მტირალი ჩვილია. ტომს, რომელსაც ზედმიწევნითი სიზუსტით შეაქვს სავახტო ჟურნალში ყველა მონაცემი და ომი მის ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, სურს, დაუყოვნებლივ აცნობოს კონტინენტს ბავშვის შესახებ, მაგრამ იზაბელი დაიჟინებს, რომ გოგონა „უფლის საჩუქარია“ და ქმრის ნების წინააღმდეგ დაიტოვებს. ბავშვს ლიუსის არქმევენ და ღვიძლ შვილად ასაღებენ. როდესაც ლიუსი ორი წლის ხდება, ოჯახი ბრუნდება კონტინენტზე, სადაც რეალობა შეახსენებს, რომ ამქვეყნად, მათ გარდა, სხვა ადამიანებიც არსებობენ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-24-522-0
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები392
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელილევან ინასარიძე
გამოცემის წელი2017