ბეკეტი - ნაწილი 8 კლდეზე ამოკვეთილი 10 თეოლოგიური თეზისი, რომლებზეც აგებულია მოთხრობის მომდევნო თავი:
1.მისი მიუწვდოლმლობის შეუძლებლობამ ჩაგვადენინა ეს უმძიმესი დანაშაული. როდესაც ღმერთი ერთი ხელის გაწვდენაზეა, ან უნდა მოკლა, ან - შეერწყა. ჩვენ ყოველთვის ვკლავთ.
2.რატომ იღუპებიან ბავშვები? იმიტომ რომ ეს შესაძლებელია. რაც ლოგიკური არ არის გვაშფოთებს, მაგრამ ბუნებრივია და ვეგუებით. ამ სამყაროში კი მხოლოდ იმას აქვს არსებობის უფლება, რაც ბუნებრივია. ბუნება დევნის ლოგიკას.
3.ცხოვრებას აკლია სულისთვის ასე დამახასიათებელი თვითირონიულობა და არათანმიმდევრულობა, ამიტომაც ვაპროტესტებთ სიყალბეს, თუმცა ვერც გაურკვევლობას ვეგუებით.
4.ბუნება სწორედ იმიტომ არის სრულყოფილი, რომ მასში ყოველთვის რჩება რაღაც ადგილი, რაც დასრულებას საჭიროებს. ადამიანი კი შეიძლება განისაზღვროს, როგორც შესაძლებლობა.
5.სახელების დარქმევა არის ძალადობა სინამდვილეზე, რადგან სინამდვილე, რეალობისგან განხვავებით, სულ სხვა სიღრმის მატარებელია. აქ ძლიერია ირაციონალური ელემენტი.
(ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ერთი მოფილოსოფოსო მწერლის სტილიზაცია-პაროდირებას შემოგთავაზებთ, რომელსაც "ლანდებთან ლაციცი" ვუწოდე:
მაშ ასე, რა არის პიროვნება? "პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა", - ცნება, ორი რამის მომცველი:
ა) ნიღაბი (პერსონა): თვითრეფლექსია. საკუთარი თავით თამაში. მუნყოფნა. იმანენტური ფაქტორი. ერთგვარი მთლიანობა და მთლიანობაზე მაღლა დგომაც. პარადოქსალურობა.
ბ) "მეს" ცნობიერება: გვარეობითი ცნობიერება. ეს ისაა, რისთვისაც თავისი არსებობა თავისივე საგანს წარმოადგენს. "სხვა" "ჩემში". გაორება. ის რაც ერთდოულად "მეც" არის და "შენც". დაუსრულებელი პროცესი, მომენტებისგან შემდგარი. ბრძოლა მიზნისთვის, მიზნის მიღწევის შეუძლებლობის ფარგლებში. თავისუფლების გამოვლენა სპონტანურობაში, ნამდვილი თავისუფლების შეუძლებლობის ცოდნის პირობებში. ილუზიის ზღვარზე სიარული, ილუზორულად ილუზიის გაცნობიერების ჯადოსნურ წრეში. ნამდვილი თავისუფლების ცოდნა, მისი მიღწევის შეუძლებლობის პარადოქსში მოთავსებული. ცნობიერება: ცოდნის ილუზია და ილუზიის ცოდნა. სიცოცხლეს განმაპირობებელი დაპირისპირების შესაძლებლობა და შესაძლებლობაში არსებული სიცარიელე.
დასკვნა: პიროვნება, - დანაწევრებული მთლიანობა, მთლიანობის არარსებობის პირობებში. "ლანდები გადაცვივდებიან...").
6."დროის" ცნებაც ძალადობაა სინამდვილეზე. რეალობის სინამდვილედ გადაქცევის ხელოვნური მცდელობა. რადგან დრო იმდენად ბუნდავანია, რომ არ არსებობს, ან თუ არსებობს ძლივს არსებობს. აზრის დაბადება დროში არ ხდება.
7.გრძნობები და ემოციები გონების მეტაფორებია. გონება კი რთული შთაბეჭდილელებების კომპლექსი, რომლის ნდობაც არ შეიძლება.
8.ცხოვრების საზრისის მაძიებლებს საკუთარი არსებობა არ გააჩნიათ, მათ არსებობას ძებნის ობიექტი ანიჭებთ. შემეცნება არ ხდება საკუთარი თავის პოვნის გარეშე, რომელიც მანმდე ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა დაკარგო.
9.ღვთაებრივი თვალსაზრისით ადამიანი რაც მეტადაა სხვებთან, მით უფრო ახლოს არის საკუთარ თავთან. "გამოსვლა" საკუთარი თავისგან წამოსვლით იწყება. ის საკუთარ თავთან სხვების გავლით, სხვებში ყოფიერების გზით მიიღწევა.
10.მოგეხსენებათ, ღმერთი ამნისტიას არ გამოსცემს და არც აპოკატასტასის იდეაა მისაღები:
და ამიტომაც სული ჩავბერე ჩემს ტექსტს, ხელი მივკარი და მთელი ძალით შევძახე: აჰა, შენ ცოცხალი ხარ, მიდი იარე! ისიც ამობრუნდა, მზერა ჩემკენ შემოაბრუნა და დაიწყო: თითქოს პრეისტორიულ სკივრს, ათასწლეულების წინ დაბეჭდილს, თავი ასძვრა და იქიდან მილიონობით სიტყვა, აზრი თუ წინადადება ამოცვივდა. ხელითაც შეიძლებოდა სივრცეში გადაჭიმულ ჭეშმარიტებას შეხებოდი და მე პრეისტორიული ხვლიკის გაქვავებულმა თავმა, ლღვობა დავიწყე. ავმოძრავდი. შევიცანი ის, რაც ოკეანიის აიზბერგულ სიღრმეში ტვინის კიდეებს მიწამლავდა. მე იქ აღმოვაჩინე ჭურჭელი, რომელშიც უამრავი ქვეწარმავალი, მორიელი და ტარანტული მომაკვდინებელ შხამს ანთხევდა. ჩემი ეგო შხამის მორევში ცურავდა და მე ეპოქებს ადევნებული გზირი ჩემს სამშობლოს ვუბრუნდებოდი. ვბრუნდებოდი, გამოსული ჩემი არსიდან და ვფიქრობდი ფსალმუნებზე, დავითის პოეზიაზე, რომ მღეროდა დილაობით... სემიტური ნათელი, ეს ღვთაებრივი კვინტენსენცია, ჩემი კვერთხის მომრგვალებულ ნაწილში თავმოყრილი, მუდამ თან დამქონდა და აი მოხდა სასწაული, ისტორიის დასასრულს, რომელიღაც სასოწარკვეთილ მოსემ კვერთხი დაკარგა. და გაჰყვა კვერთხს მოსე-მაძებარი, რადგან კვერთხის გარეშე ვერ იქნება მწყემსი, მწყემსის გარეშე არ არსებობს ფარა, ფარის გარეშე ვერ მოვიდოდა ის, ვინც იყო მეორე მოსე და მოსეზე უფრო დიდიც, უკანასკნელი ადამი. მოსემ ფუნქცია დაკარგა, რადგან მისი ყოფიერება კვერთხის თავშია კონცენტრირებული, როგორც ერთ დროს სამსონის ძალა მის თმებში იყო. და დაადგა ერთმა მოქანდაკემ მოსეს თავზე რქა, ნაცვლად იმისა, რომ კვერთხი მიეცა ხელში და დაედასტურებინა მისი სიდიადე, თითქოს მისმა ძალამ კვერთხიდან თმებში გადაინაცვლა, - და ეს იყო შეცდომა! განრისხდა მოსე. მილიონები ითხოვდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას და ღმერთს სწვდებოდა მათი ღაღადი, მაგრამ კვერთხის გარეშე ნილოსი არ გაწითლდება, ვერც გველად გადაიქცევა რამე, მზე ვერ შეყოვნდება ცის ჰორიზონტზე და ვერც ზღვა, ოკეანის ნაგლეჯი, გაიპობა, საიდანაც უნდა ავარდეს აპოკალიფსური წითელი რაში, დედამიწას შემოუაროს და სისხლი, ცეცხლი და წუმწუმა აწვიმოს და მოსპოს ყოველი პირმშო, რომლებშიც არეკლილია