მზის შვილები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2310
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ქეთევან ხინთიბიძე
გამომცემლობა
ქეთევან ხინთიბიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნი, ჩემი, როგორც ავტორის პირველი ექსპერიმენტია. თავიდან ვფიქრობდი წიგნს ნოველები, რომელიც 3 დღეში დავწერე, ხომ არ დავარქვა-თქო. რადგან ერთ დღესაც, შაბათ-კვირას რომ ეძახიან, თავში მოსული იდეები სასწრაფოდ გადავიტანე ფურცელზე და ნოველებად ვაქციე, რადგან სამსახურში დატვირთული დღის შემდგე, იშვიათად ვახერხებდი წერას. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ „მზის შვილები“ ლექსების და ნოველების თანამედროვე კრებულად იქცა. მე თუ შემეკითხებით, ლამაზი წიგნია, სასიამოვნო წასაკითხი. მოვლენები, როგორც ამბობენ, ელვის სისწრაფით ვითარდება. ფინალმა შესაძლოა მკითხველს დაუსრულებლობის გრძნობაც კი დაუტოვოს. მაგრამ, ჩემი აზრით, წერტილი ყველგან დროულია. პერსონაჟები ერთი შეხედვით არ გვანან იმ ადამიანებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ გვხვდებიან, ისინი უფრო ადამიანის შიგნით, ადამიანის ღრმა ბუნებაში არიან ჩაბუდებულები, დაუსრულებელი შეკითხვებითა და კონფლიქტით, მარადიული ძიების გამამართლებელი მონოლოგებითა და დიალოგებით რომ ცდილობენ მარტივი პასუხები იპოვონ, მათი ცხოვრების ყველაზე რთულ შეკითხვებზე. რაზე მოგვითხრობენ ნოველები? ანტუანის და ლიზას საბედისწერო შეხვედრაზე. მათ უჩვეულო კავშირზე და უჩვეულო ვნებებზე; ზიზისა და ანდროს გულწრფელ სიყვარულზე. იმაზე, თუ როგორი შეუპოვრობით ცდილობენ ახალგაზრდები თვითდამკვიდრებას ისეთ საზოგადოებაში, ადგილს რომ ვერ პოულობენ და მათთვის რომ აბსოლუტურად უცხოა. როგორი მონდომებით ეძებენ თავისუფალ სივრცეს, მათ ახალგაზრდა სულებს ასე რომ სწყურიათ. რაზე მოგვითხრობენ ნოველები? ერეკლესა და სოლომონის მარტოობაზე, ერეკლეს სიმღერებში შენიღბულ აზრებზე; მარტოხელა მათეზე, ვაკანსია რომ გამოაცხადა მეგობრის საპოვნელად; დაობლებულ, სრულიად მარტოდ დარჩენილ მცირე ასაკის ლაზარეზე, დამოუკიდებლად რომ ცდილობს დაადგეს ცხოვრების გზას. რაზე მოგვითხრობენ ლექსები? რასაკვირველია მთავარზე, საზრისზე...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები