მე, კლავდიუსი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1392

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში - „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“... ასე იწყება ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა. „მე, კლავდიუსი“ XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაა დასახელებული.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-11-526-4
გამომცემლობადიოგენე
გვერდები598
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიზაზა ჭილაძე; გია ჭუმბურიძე
გამოცემის წელი2017