ბილიკები ამერიკისკენ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2395

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

მაკა კვერენჩხილაძის მემუარული ჟანრის ნაშრომი "ბილიკები ამერიკისკენ" ავტორის 12 წლის განმავლობაში საქართველო- ამერიკას შორის მრავალჯერადი მიმოსვლების დროს მიღებული გამოცდილებების შედეგადაა შექმნილი. ეს წიგნი უფრო ამ ორი ქვეყნის ღირებულებათა ერთმანეთისათვის დანახვება-გაცნობის სურვილითაა შექმნილი. ესაა ერთგვარი პასუხები იმ მუდმივად არსებულ კითხვებზე, რომელიც უამრავ ემიგრანტს და არა მარტო ემიგრანტს, აწუხებს: რატომ აღმოვჩნდით უცხოეთში? რას ვაკეთებთ აქ? რატომ წავიყვანეთ შვილები საქართველოდან? სად ვეკუთვნით და სადაა ჩვენი ადგილი? წიგნის რეცენზენტის სიტყვებით მაკას "ისტორია კარგი მაგალითია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სასოწარკვეთილია და ვერ უპოვია გამოსავალი რთული პოსტსაბჭოთა, პოსტრევოლუციური, პოსტომური ცხოვრებიდან და დარწმუნებული ვრა ბევრი დაგიჯერებს და თვითგვემის ნაცვლად შენ (მაკას, მ.კ.) მოგბაძავენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემიგრაციაში წავიდნენ, არამედ სწორად უნდა წაიკითხონ ტექსტი. ამ წიგნის მთავარი გზავნილია: ადამიანმა უნდა დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების, არ დააჩაგრინოს თავი გარემოს და ირწმუნოს, რომ ბედნიერება სულაც არ არის ზღაპარი, ეს ჩვენი ცხოვრების წესის რეალური შედეგია" (ნათია მეგრელიშვილი)

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობამაკა კვერენჩხილაძის წიგნები
გამოცემის წელი2013