ბრენდინგი მარტივად
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6507
ყველა პაკეტი
ანოტაცია
გილოცავთ! თქვენ იწყებთ თქვენს ბრენდზე ზრუნვას. თუკი ფიქრობთ, – კი, მაგრამ, მე ხომ ბრენდიც კი არ მაქვს, – მაშინ ეს წიგნი უთუოდ თქვენთვისაა. ეს წიგნი იმათთვისაცაა, ვინც უკეთესი ბრენდის შექმნა ან ბრენდის გაუმჯობესება გადაწყვიტა, რათა გააძლიეროს, ან უნდა, სულაც ნულიდან დაიწყოს და უახლესი ბრენდი შექმნას. ბრენდინგი ყოველთვის ცხელი თემა იყო, თუმცა, დღევანდელ კონკურენტულ ბიზნესსამყაროში ამ თემის აქტუალობა კიდევ უფრო გაიზარდა. როდესაც მომხმარებლებს თქვენი ორგანიზაციის სახელი ესმით, მათი მოგონებები იღვიძებს და ახსენდებათ, თუ რას და როგორ ყიდულობენ. სწორედ ეს მოგონებებია თქვენი ბრენდის საფუძველი. თუ თქვენი სახელი საზოგადოებისთვის ნაცნობია, მაშინ თქვენ უკვე გაქვთ ბრენდის ბაზისი. ამ წიგნში ნახავთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ დარწმუნდეთ, – თქვენ ის ბრენდი გაქვთ, რომელიც გსურთ. ბრენდინგი მარკეტინგის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი და სპეციფიკური ტერმინია შემდეგი მიზეზის გამო – ბრენდები ჭრის გზას მარკეტინგული წარმატებისკენ. ამ წიგნის საშუალებით შეძლებთ ბრენდინგის დეტალებში უკეთ გარკვევას, რაც შექმნის წინაპირობას თქვენი ბრენდის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისათვის. ასე გაუწევთ წარმატებულ კონკურენციას თქვენ გარშემო არსებულ ბრენდების სამყაროს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები