სანამ დრო გვაქვს ძვირფასო

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

4063

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თურქი პოეტი, რომანისტი და დრამატურგი ნაზიმ ჰითმექი ცნობილია, როგორც „რომანტიკული რევოლუციონერი“. მისი შემოქმედება, რომელიც 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, XX საუკუნის მსოფლიო პოეზიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. პოლიტიკური შეხედულებების გამო, მან ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეებში, გადასახლებასა და დევნილობაში გაატარა. მისი შემოქმედების იდეურად ჩამოყალიბებასა და პოეტურ ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებამ. ჰიქმეთის შემოქმედება ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა საქართველოშიც და პოეტსაც გულითადი სიყვარული აკავშირებდა ჩვენს ქვეყანასთან. პოეტურ კრებულში „სანამ დრო გვაქვს ძვირფასო“ მისი შემოქმედებიდან რჩეული ლექსებია თავმოყრილი და თემატურად ასეა მოცემული: მისი დევნის ამსახველი, პატრიოტულ-ნოსტალგიური, სოციალური უსამართლობისადმი მიძღვნილი, შვილისადმი მიძღვნილი, სასიყვარულო და ასევე რამდენიმე ლექსი ბულგარეთის ქალაქ ვარნას ციკლიდან. კრებულში, ძირითადად, ისეთი ლექსებია შესული, რომლითაც ჰიქმეთი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და პოპულარული. ნაზიმ ჰიქმეთის ქართულად ნათარგმნი პოეტური კრებული კიდევ ერთი, მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობაა ამ პოეტის ქართველ მკითხველთა დისკურსში ხელახალი შემოყვანისა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941443763
გამომცემლობასიესტა
თარგმანითურქულიდან
მთარგმნელიოქტაი ქაზუმოვი
გამოცემის წელი2017