მატერიკონი

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

6454

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მატერიკონი“ თამარ თანდაშვილის მეორე რომანია და ჟანრით, „ეთნოგრაფიულ მოწმეობას“ განეკუთვნება. მონასტერში განმარტოებული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება სოციალური კავშირებით არ ანებივრებს, მეგობრის სიყვარული გამორჩეულად ინტიმური გრძნობაა. რა არჩევანს აკეთებს დედა ბარბარე, როცა მისი „სულის ნაწილს“ უმოწყალოდ კლავენ? იურიდიული ფაკულტეტის მესამეკურსელი მედეა სამართლის ფენომენს მეტაფიზიკური კრიმინოლოგიის კუთხით განჭვრეტს და თეორიულ აღმოჩენას აკეთებს, რისი გადამოწმება ორი ათწლეულის შემდეგ, ხანდაზმულ კრიმინალურ საქმეზე მუშაობისას უწევს. ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის, საერო პირისა და მონასტერში მოღვაწის ცხოვრება ტრაგიკულად და მოულოდნელად გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მათი ურთიერთდაპირისპირების ფსიქოლოგიური დრამა კი, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების გამო, ყველასთვის წარმოუდგენლად და არცთუ უსისხლოდ სრულდება.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-443-85-5
გამომცემლობასიესტა
გვერდები166
გამოცემის წელი2017