ნურასდროს დაბრუნდები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3511
ყველა პაკეტი
ანოტაცია
სახიფათო თავგადასავლებით დაღლილი ჯეკ რიჩერი გადაწყვეტს, დაუბრუნდეს სამსახურს სამხედრო პოლიციის 110-ე ქვედანაყოფში, რომელსაც ერთ დროს თავად მეთაურობდა... მაგრამ ტყუილად აქვს იმედი, რომ ნანატრ სიმშვიდეს პოვებს – მას ბრალად სდებენ 16 წლის წინ მომხდარ მკვლელობას, რომლის შესახებაც არასოდეს სმენია. გარემოებათა უცნაური, საბედისწერო დამთხვევის წყალობით რიჩერის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. მართლაც არ უნდა დაბრუნდე იქ, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყავი... შეიძლება დიდ უბედურებას გადაეყარო... ლი ჩაილდი ყველაზე წარმატებული თრილერების ავტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი საავტორო წიგნების 90 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ჯეკ რიჩერის სერიები 92 ქვეყანაში იყიდება. ნათარგმნია 42 ენაზე. ლი ჩაილდი უამრავი ცნობილი ჯილდოს მფლობელია მისტიკა-თრილერის ჟანრში: CWA’s Diamond Dagger, Macavity Award, Ian Fleming Steel Dagger Award. მისი არაერთი თრილერი ეკრანიზებულია. ფილმ „ნურასდროს დაბრუნდები“ მთავარი გმირის, ჯეკ რიჩერის, როლს ოსკაროსანი ტომ კრუზი ასრულებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები