თოვლის კაცი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7381
ყველა პაკეტი
ანოტაცია
პირველი თოვლი ჯადოსნურია ‒ ხმებს ახშობს და კვალს შლის... ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პირველი თოვლისგან გაკეთებულ თოვლის კაცს სიკვდილი მოაქვს... მთავარი დეტექტივი ჰარი ჰოლე დაკარგულ ქალს ეძებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ პირველი თოვლის მოსვლისთანავე გათხოვილი ქალები უჩინარდებიან. კვალი სერიულ მკვლელთან, მეტსახელად, „თოვლის კაცთან“, მიდის, რომელიც დეტექტივს ვერა და ვერ მოუხელთებია და ამას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს... იუ ნესბო მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ნორვეგიელი კრიმინალური თრილერების მწერალია. მსოფლიოში მისი წიგნების 28 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. იუ ნესბოს რომანები 51 ენაზეა თარგმნილი. დეტექტივ ჰარი ჰოლეს შესახებ წიგნების სერიის გარდა, მას კიდევ არაერთი ნაწარმოები აქვს გამოცემული, მაგალითად, „თავებზე მონადირე“, რომელიც 32 ენაზე ითარგმნა. იუ ნესბოს 25-ზე მეტი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორისაა: Riverton Honor Prize, CWA International Dagger, The Norwegian Booksellers’ Prize, The Great Caliber Award of Honour.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები