იტვირთება...

გალიმათიები

პაატა ბერიკაშვილი

4,535 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ჯერ მთავარი იყო მეპოვნა სამყარო, სადაც ჩემი დახატული სახეები და გარემო ბუნებრივად მიესადაგებოდნენ ერთმანეთს... მერე მთავარი გახდა აღმომეჩინა უნარი მკითხველისთვის უკეთ დამენახვებინა ეს კავშირი, რათა მას უკეთ და სრულად აღექვა იგი – სამყარო, სადაც ის სახეები და სივრცეები დაიბადნენ... ის კიდეცა ჰგავს და არცა ჰგავს ჩვენს რეალურ ყოფას... შექმნილია, მაგრამ არ არის გამოგონილი, ილუზორულია, მაგრამ არ არის დაუჯერებელი... აქ არის ლექსები ტრადაციულნი ფორმითაც და შინაარსითაც, ფანტასმაგორიული ელფერითაც და ისტორიული თვითირონიით დატვირთული... ლექსების ერთ–ერთ წიგნს „გალიმათიები“ ჰქვია... „გალიმათიებში“ თავმოყრილი ლირიკის ერთ–ერთი თავისებურება ის არის, რომ იგი ზოგჯერ „ანტილირიკულია.“ მაგრამ ყოფითი დეტალები, პროზაიზმები მგონია, რომ ხანდახან საპირისპირო ეფექტს იძლევა. არ მინდოდა რომ საგანგებოდ „დამიწებულ“ მეტყველებას, ბალადურ ფაბულას ლირიკა საბოლოოდ „მოეშთო“... შევეცადე ეს პროზაიზმები ფონად მექცია მათში გაბნეული ლირიული „აფეთქებებისთვის,“ რათა ამით უფრო სასურველი ეფექტი მიმეღო... ვნახოთ, გამომივიდა ეს თუ არა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გალიმათია – 1921. თებერვალი. თბილისი თეთრი ქალაქი თეატრალურ სიმშვიდეს იჩენს, მალე დროშები სისხლისფერით გაჯერდებიან, დგას ეშელონი, მთელი ქუჩის საწიერს იჭერს, მატარებლები დღეს ქალაქში არ ჩერდებიან... არ ჩერდებიან არც ქარები, არც საათები, მოსაცდელები გადაიქცნენ შიშის ტაძრებად, ღამენათევი კახპასავით გასავათდება დრო და რესტორნის დარბაზებში ჩაინაცრება. – ჰე, იუნკერნო! – ვიღაც ყვირის, – მამაცთა მოდგმავ! კურთხეულია ვინც კურთხეულ საქმეს აკეთებს, დროა მორტირებს დავაცადოთ ლოცვა და მოთქმა, დროა ვეძებდეთ შაშხანისთვის ახალ საკეტებს! – გადახდილია! – ფეხზე დგება მთვრალი თავადი, წლებით ნაგვემი, მოხუცი და ფერმიხდილია, – ბრძოლა ლხინია, რა თქმა უნდა თავისთავადი, აქ ყველაფერი, ყველაფერი გადახდილია! ორკესტრებს ვაშა! ვაშა მამაც კაპელმაისტერს! მაესტრო ქალის მუხლისთავებს უმზერს ქურდულად, – რად ინაზებით? ქალი აშარ მზერას აიცდენს, – მოგვართვით ღვინო, მოგვიდუღეთ ყავა თურქულად! – გინდათ გაგანდოთ, ქალბატონო, ჩემი სურვილი? დღეს ბოკაჩოსას ვკითხულობდი დარდთა უცხოთა, მეზმანა თქვენი ანგელოზი ოქროცურვილი, თეთრი შევარდნით თეთრ მხედრიონს რომ მიუძღოდა... – გეყოთ, თავადო! რა დროს ფლირტი, რა დროს ლექსია! პოეზიისთვის დღეს მოიცლის მხოლოდ სარდალი, ნუ ითვლით ტყვიებს, თქვენს ნაგანში მხოლოდ ექვსია, ექვსი და ყველა თვითმკვლელივით არის მართალი. – გახსენით კარი! დუქნის არა, ბრიყვო, ქალაქის! ვუჩვენოთ მამებს, მსაჯულივით რომ ხრიან თავებს, იცოდნენ, არა ხიბლი ოქროს ძვალთშესალაგის, საომრად მხოლოდ სიყვარული მიგვათამამებს. საომრად მხოლოდ სიყვარულმა გაგვათამამოს, არა ცქრიალა ფიალებმა, არა ეტლებმა... – ო, ქალბატონო, რა საამო დადგა საღამო, როგორ დაგვტოვეს მხიარულმა მატარებლებმა... – ჰე, იუნკერნო, იუნკრებო, მამაცთა ჯიშო! უქალბატონო ღამეები გვაქვს სარეცლებად, ვინც სახლში რჩება, თავის ქალზე ეჭვობს და შიშობს, რადგან ლამაზებს ლაჩართათვის აღარ ეცლებათ. ზეიმურ იყოს ბარიერთან ჩვენი იერი! ოქროს დეზებით მივატოვებთ მტვრიან ბარაკებს... – რა კარგი იყო, ქალბატონო, რა მშვენიერი, მხოლოდ სიმართლე, დამიჯერეთ, მალაპარაკებს... ყველა სადგურზე! დრო აჩეხილ გვამებს აბიჯებს! სანამ დროშები სისხლისფერით გაჯერდებიან, ეშელონები ისრუტავენ წარბშეკრულ ბიჭებს, მატარებლები დღეს ქალაქში არ ჩერდებიან! გალიმათია – თბილისის ვაგზალი, ზაფხული... ჩაირახრახა მტვირთავების მატარებელმა, მოაგარაკეს, თეთრი შარვლით, თეთრი ჟილეტით, ცოლმა უყიდა სამი ვაშლი, თანაც ებევრა, და ჩააცივდა დიეტით და იშიმშილეთი... შავი პუდელი, შავი ბაფთით, შავი ლორნეტით, დარბაისელი, როგორც ნაღდი ნობელიანტი, გამცილებელი... სიამაყით თავხედ კორნეტის, თხოულობს ბილეთს: – რომელია? ნომერი ათი... იდავეს დიდხანს, როგორც იქნა ბოლოს მორიგდნენ, – წყალს აქ სად დავლევ, გენაცვალე? – ვაჟინიანად? საათს მიწაზე დაახეთქებს ვაგზლის მორიგე, რადგან საათი ძველებურად გაჯინიანდა. და დამსხვრეული საათიდან სვენებ-სვენებით, სქელი პომადით, წარბზე ხალით, სახეზე პუდრით, გადმოდის თეთრი გამყიდველი წყლის და წვენების, – ინებეთ, ახლა ცივი წყალი სიცოცხლეს უდრის! რიგში დგებიან, – ხაჭაპურიც ინებეთ ცხელი! ვიღაცა მოსთქვამს საფულიდან დაკარგვას ხურდის, ჯიბეს ასცდა და ქალის თეძოს უფერებს ხელით, უკაცრავადო, ნაზად ამბობს... უძახე ქურდი. – პარდონ, რომელი ვაგონია? – გმადლობთ, მეათე. გამცილებელი კვლავ ჯიუტობს: – აი, ბილეთი! სომეხ ფოტოგრაფს სამფეხები, როგორც მეაფთეს, მოაქვს თავისი ჩიტებით და “გაიღიმეთი.” სახლიდან ძლივს-ძლივს გაქცეული სამშვილდიანი, ნაყინს მიირთმევს, ნება-ნება გასცქერის ქალებს, ჩანთაში ცოლის მოხარშული სკდება კვერცხები და წიწილები ერთხმად სჭექენ: ამოგთხრი თვალებს! შემოდის ცირკი... ლიანდაგზე დგება შაპეტო, ქალი ფანჯრებზე გამოჰკიდებს წითელ ფარდაგებს, ნაღდი თვითმკვლელი ხანჯლითა და მარშლის ლაფეტით ეულ სიმშვიდეს ხალხის გნიასს მიუსადაგებს. დღეს ჩამოდგება უცნაური შემადგენლობა, მზე შეიშალა... სახლებს ფერი დაჰკრავთ ირისის, გამცილებელი ირწმუნება (კაცი ენდობა): მატარებელი შემოდისო თბილის-ივლისის. – აბა, ვის გნებავთ ზაფხულისკენ გასეირნება? ლურჯი პალმები, ოქროს ქვიშა, გაწამაწია, ანგელოსებით სავსე კაფე და ხეივნები... – რა ბრძანეთ? – დიახ, ანგელოზსაც კაბა აცვია. გამცილებელი – დირიჟორი ჭრელი ორკესტრის, შავი სოლისტი – გაჯგიმული ზის მემანქანე, პირველი ზარი – უვერტურა... ქარი ნორდ-ვესტის აიყოლიებს ფერად ბუშტებს და მიაქანებს. ყვირის რადიო: ვეღარ სცნობენ ძაღლები პატრონს, იჩქარეთ, თორემ გათავდება მალე ივლისი, მატარებელი ესა და ეს, ამა და ამ დროს გადის და მგონი აგვიანებს მთელი თბილისი...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941482197
სათაური:
გალიმათიები
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
166
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
4535
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]