მოსკოვიადა

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

5495

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება. რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – „საშინელებათა რომანი“ – არცთუ გაზვიადებულად გვეჩვენება.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-23-834-5
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები218
თარგმანიუკრაინულიდან
მთარგმნელირაულ ჩილაჩავა
გამოცემის წელი2017