მკვლელობა შავი იებით

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

2719

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

iako

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნაწარმოებში `მკვლელობა შავი იებით~ მოთხრობილია ახალგაზრდა დიზაინერი ქალის ემა გალიანის თავგადასავალი, რომელსაც სამსახურში თავისმა უფროსმა შეცდენა დაუპირა, რაც ხელზე კოცნით დაიწყო. ემამ ეს ვერ აიტანა, მუშაობა მიატოვა, დროებით დატოვა თავისი ქვეყანა და ბოსტონში გადაიხვეწა. სამი წლის შემდეგ მისი უფროსი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც სამსახურში მისი ადგილი დაიკავა, უფროსის კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. იატაკზე კი შავი იები იყო მიმოპნეული. გამომძიებელი მიხვდა, რომ მკვლელობა შავი იებით მოხდა, მაგრამ ლაბორატორიულმა ანალიზმა შხამის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა. მსგავსი შავი იები მხოლოდ ემა გალიანის ბაღში იზრდებოდა. გამომძიელებს ეჭვი მასზე მიაქვს. სწორედ ამ დროს ემა სამშობლოში სამუდამოდ ბრუნდება, რათა საქმიანობა იქ გააგრძელოს, მაგრამ ჩამოსვლისთანავე აპატიმრებენ. რადგან არანაირი სამხილი არ არსებობს მის წინააღმდეგ, გამომძიებელი ერიკ ფრანკი იძულებული ხდება, ემა გალიანი გაათავისუფლოს. ამასთან, ერიკი გრძნობს, რომ ქალი მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათი შეხვედრა ჩხუბით მთავრდება, ქალსა და კაცს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში გამოჩნდება ნამდვილი მკვლელი, უფროსის კაბინეტში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის შეყვარებული, რომელმაც შურისძიების მიზნით შავი იებიდან აღებულ სითხეს უცნაური შხამი შეურია კაცის მოსაკლავად და ღვინოში ჩაასხა, თუმცა ვერ გაითვალისწინა, რომ იმ ღვინოს მისი შეყვარებულიც დალევდა. ემა გამართლდება, მაგრამ ერიკ ფრანკს ბოლომდე მაინც არ სჯერა მისი უდანაშაულობის. ემა გალიანი აფართოებს თავის საქმიანობას, აკეთებს სამკაულის ესკიზებს, ასხამს მათ, ძვირფას და ნახევრად ძვირფას თვლებში სვამს და წარმატებით ყიდის. აწყობს ჩვენებებს და შემდეგ ერიკს ცოლად მიჰყვება. თუმცა ემას ოჯახის შექმნაც არ შველის. წარსულის ლანდი შავი იებით სულ თან დასდევს, კოშმარები ესიზმრება და ამ ტკივილსა უსიამოვნებას თავს ვერ აღწევს. ამის გამო პირველი მშობიარობა გაუჭირდება. ახალგაზრდა წყვილს სამი შვილი შეეძინება. პირველი _ ბიჭი, ორი წლის შემდეგ კი _ ტყუპი ქალ-ვაჟი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაiako
გამოცემის წელი0